Reach Art Visual
Pavilion 11 | A-12
ტელ: (+995)555551171; (+995)555376386
ელ-ფოსტა: reachart.visual@gmail.com
ვებ-გვერდი: https://reachartvisual.com/
მისამართი: ახუნდოვის ქ. 5/12, თბილისი, 0105
წარმოდგენილი ნამუშევრები
NOBU
ჩანახატების სერია
შერეული მედია, ქაღალდი
30x20cm
2025-2026
მარი ბაბაევი
Zanāneh (ქალთა ნაშრომი / შექმნილია ქალის მიერ)
სადიპლომო ნამუშევრის ნაწილი
გრაფიკა, ქაღალდი, ფანქარი
61X81 სმ
2025
ლია ბაგრატიონი
Oriane de Guermantes (ჰერცოგინია გერმანტი)
პასტელი, ფანქარი, ქაღალდი (ჩანახატი)
20 x 29 სმ
1992
ქრისტინე ტუსიაშვილი
სერიიდან "ნემსის წვერი"
ხელნაკეთი კოლაჟი, ციფრული ბეჭდვა, ქაღალდი
29X21სმ
2026
გრეგორ დანელიანი
ქაღალდი, გუაში
54x37.5cm
ემა ზარ-ხუცი
ვეფხვები
ფლომასტერი, ქაღალდი,30/40,1968.
NOBU
ჩანახატების სერია
შერეული მედია, ქაღალდი
30x20cm
2025-2026
ლია ბაგრატიონი
ქალის პორტრეტი
აკრილი, ზეთის პასტელი, მუყაო
80 x 36 სმ
2022
ქრისტინე ტუსიაშვილი
სერიიდან "ნემსის წვერი"
ხელნაკეთი კოლაჟი, ციფრული ბეჭდვა, ქაღალდი
29X21სმ
2026
გრეგორ დანელიანი
ქალის პორტრეტი
ქაღალდი, შერეული ტექნიკა
30x21cm
1981
ემა ზარ-ხუცი
ფლომასტერი,
ქაღალდი,
40/29.
NOBU
ჩანახატების სერია
შერეული მედია, ქაღალდი
30x20cm
2025-2026
ლია ბაგრატიონი
ბალეტი
ტუში, ქაღალდი (ჩანახატი)
21 x 29.5 სმ
1979
ქრისტინე ტუსიაშვილი
სერიიდან "ნემსის წვერი"
ხელნაკეთი კოლაჟი, ციფრული ბეჭდვა, ქაღალდი
29X21სმ
2026
გრეგორ დანელიანი
ქაღალდი, მარკერი
47x39cm
ემა ზარ-ხუცი
კალამი, ქაღალდი,
29,5/23,
1976.
გიორგი შენგელია
უსათაურო
შერეული მედია, აკრილი, ფანქარი, პასტელი, ფურცელი ტილო
100 x 80 სმ.
2025
ლია ბაგრატიონი
ბალეტი
ტუში, ქაღალდი (ჩანახატი)
21 x 29.5 სმ
1979
სერიიდან ერთი გზის ბევრი ფრაგმენტი
აკრილი, ტილო
200X150 cm
2026
მარი ბაბაევი
Zanāneh (ქალთა ნაშრომი / შექმნილია ქალის მიერ)
სადიპლომო ნამუშევრის ნაწილი
გრაფიკა, ქაღალდი, ფანქარი
61X81 სმ
2025
გრეგორ დანელიანი
ქაღალდი, ფერადი ფანქარი
60x45cm
ემა ზარ-ხუცი
ნიუ
შერეული მედია,
ქაღალდი,
85,5/61,5
გიორგი შენგელია
უსათაურო
შერეული მედია, აკრილი, ფანქარი, პასტელი, ტილო
150 x 40 სმ.
2025
ლია ბაგრატიონი
ქალის თავი ორი კატით
ბურთულიანი კალამი, ქაღალდი (ჩანახატი)
21 x 29.5 სმ
1978
სერიიდან ერთი გზის ბევრი ფრაგმენტი
NOBU
აკრილი, ტილო
200X150 cm
2026
მარი ბაბაევი
Zanāneh (ქალთა ნაშრომი / შექმნილია ქალის მიერ)
სადიპლომო ნამუშევრის ნაწილი
გრაფიკა, ქაღალდი, ფანქარი
61X81 სმ
2025
გრეგორ დანელიანი
ქაღალდი, მარკერი
27x25cm
ქრისტინე ტუსიაშვილი
სერიიდან "ნემსის წვერი"
ხელნაკეთი კოლაჟი, ციფრული ბეჭდვა, ქაღალდი
29X21სმ
2026
გრეგორ დანელიანი
ქაღალდი, მარკერი
28x25cm
ლია ბაგრატიონი
უსათაურო
ნახშირი, სანგინა,ქაღალდი
20 x 29 სმ
1978
NOBU
ჩანახატების სერია
შერეული მედია, ქაღალდი
30x20cm
2025-2026
მარი ბაბაევი
Zanāneh (ქალთა ნაშრომი / შექმნილია ქალის მიერ)
სადიპლომო ნამუშევრის ნაწილი
გრაფიკა, ქაღალდი, ფანქარი
61X81 სმ
2025
ლია ბაგრატიონი
Oriane de Guermantes (ჰერცოგინია გერმანტი)
პასტელი, ფანქარი, ქაღალდი (ჩანახატი)
20 x 29 სმ
1992
ქრისტინე ტუსიაშვილი
სერიიდან "ნემსის წვერი"
ხელნაკეთი კოლაჟი, ციფრული ბეჭდვა, ქაღალდი
29X21სმ
2026
გრეგორ დანელიანი
ავტოპორტრეტი
ქაღალდი, მარკერი
32x22cm
ლია ბაგრატიონი
ფლორა
კერამიკა
სიმაღლე - 39 სმ, სიგანე - 42 სმ, სიღრმე - 29 სმ.
2001
ანოტაცია
თბილისის ხელოვნების ბაზარზე(2026) რიჩარტ ვიზუალი კერძო კოლექციებთან დიალოგით წარმოადგენს სამი ხელოვანს: ემა ზარ-ხუცი, გრეგორ დანელიანი და ლია ბაგრატიონი. ვიზუალური ქსოვილი ასახავს დროსა და სივრცეში „გაფანტულ ხელოვანებს“, რომლებსაც აერთიანებს არტისტული მგრძნობელობა და ექსპრესია. ასევე საინტერესოა, თუ როგორ მთლიანდება სხვადასხვა ეროვნული-კულტურული კოდი, თაობა, არტისტიზმი და ერწყმის ქართულ თანამედროვე ხელოვნებას. ლია ბაგრატიონის ადრეული და უცნობი ნამუშევრები, გრეგორ დანელიანის თბილისურ-სომხური იდენტობა და ემა ზარ-ხუცის(წარმოშობით უზბეკეთიდან) პრიმიტივისტულ-ფემინისტური ნიშნები, თითქოს შლის მიჯნას საბჭოეთსა და თანამედროვე ქართულ არტ სცენას შორის, რასაც ცხადყოფს მათი საგამოფენო დიალოგი თუ მთლიანობა.
მონაწილე არტისტები
ბიოგრაფიები
ემა ზარაფიშვილი-მურზინა ან ემა ზარ-ხუცი (1940-2012წწ.) დაიბადა უზბეკეთის ქალაქ იანგულში, შემდგომ ცხოვრობდა ტომსკში. 1950-იან წლებში გადმოდის თბილისში საცხოვრებლად და აღმოჩნდება ქართველი მხატვრების გარემოცვაში. მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში მოდელად. ემას მეუღლე იყო საბჭოთა წიგნის გრაფიკოსი დიმიტრი ზარაფიშვილი, ხოლო მეორე მეუღლე-ასევე მხატვარი, ჯემალ ხუციშვილი, სწორედ ამიტომაც ემა მურზინას მოიხსენიებენ ორი დამატებითი გვარით- ზარაფიშვილი ან ხუციშვილი. ემა ზარ-ხუცი ხატვას იწყებს სენეჟში, დასვენების დროს, შემოქმედების სახლში 1967 წელს. 1969 წელს საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლში შედგა მისი პირველი პერსონალური გამოფენა. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კერძო კოლექციაში- საქართველო, რუსეთი, გერმანია. ავტორია რუსული ლექსების კრებულის. ემა ზარ-ხუცის შემოქმედება, მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები იქმნებოდა 1960-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე. სტილურად ემას ხელოვნებას განაკუთვნებენ ნაივს, პრიმიტივზმს და „გარიყულთა ხელოვნებას“(outsider art).
გრეგორ დანელიანი დაიბადა 1950 წელს თბილისში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო სკოლა, სადაც ასწავლიდნენ შოთა და მარგარიტა მეტრეველები, რომელთა მასწავლებლებიც იყვნენ: ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვი, ევგენი ლანსერე და იოსებ შარლემანი. დანელიანი 1972 წელს მონაწილეობდა რესპუბლიკურ გამოფენაში. 1973 წელს დაამთავრა ერევნის სამხატვრო თეატრალური ინსტიტუტი, სადაც თავდაპირველად სწავლობდა სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტზე, შემდგომ გადავიდა ხალიჩის და გობელენის განყოფილებაზე აკოპ კეშიშიანთან. დანელიანმა ხალიჩების არაერთი პერსონალური გამოფენა გამართა თბილისსა და ერევანში. 1970-იანი წლებიდან აქტიურად იყო ჩართული შემოქმედებით პროცესებში. 1988 წელს „მხატვრის სახლში“, თბილისში, გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა.დანელიანის შემოქმედების სტილი იცვლებოდა ყოველ დეკადაში – 1965-1975 წლებშიეს იყო ექსპრესიონიზმი, პოპ-არტი(კოლაჟები), მონუმენტალიზმი; 1970-1980-იან წლებში– ლუჩიზმი, კუბიზმი, მეტაფიზიკური ფერწერა, ხოლო 1980-იანებიდან გარდცვალებამდე ქმნიდა მისტიკურ-ეზოთერულ, მედიტაციურ ფერწერას და ასახავდა ირაციონალიზმის, სულის ვიბრაციის და სინათლის, როგორც აბსოლუტის კვლევით საკითხებს. ამ საკითხებზე შექმნილ ნამუშევრებში ვენის სკოლის ფანტასტიკური რეალიზმის გამოძახილი ვლინდება.
ლია ბაგრატიონი ქართველი მულტიმედია ხელოვანია, რომლის პრაქტიკა დროის, სივრცისა და მატერიალური ისტორიის საკითხებს იკვლევს. იგი ძირითადად მუშაობს თიხაზე, ასევე ინსტალაციებზე, ტექსტილზე, ფერწერასა და შერეულ მედიაზე, სადაც თითოეულ მედიუმს კონცეპტუალური კვლევის სივრცედ განიხილავს. თიხა ხელოვანისთვის ცენტრალური მასალაა და მის ნამუშევრებში მეხსიერების, არქეოლოგიური მინიშნებებისა და ისტორიული ფენების მატარებლად გვევლინება - ელემენტებად, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ლია ბაგრატიონის ვიზუალური ენისა და სტრუქტურის ფორმირებას.
ლია ბაგრატიონმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. იგი არის ჟენევაში დაფუძნებული კერამიკის საერთაშორისო აკადემიის (IAC) წევრი. ამჟამად მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად.
R.A.V. - Reach Art Visual TAF 2026-ზე აერთიანებს დამწყები და კარიერის შუა ფაზაზე მყოფი ხელოვანების შემოქმედებას. მათი პრაქტიკა აბსტრაქტული და ექსპერიმენტული აზროვნების მრავალფეროვან მიდგომებს იკვლევს. წარმოდგენილი ნამუშევრები მოიცავს გრაფიკას, კოლაჟსა და ფერწერას, სადაც თითოეული ავტორი ინდივიდუალური აღქმისა და გამოხატვის უნიკალურ ფორმას ავითარებს.
მონაწილე ხელოვანები: მარი ბაბაევი, NOBU, გიორგი შენგელია, ქრისტინე ტუსიაშვილი.Zanāneh (ქალთა ნაშრომი / შექმნილია ქალის მიერ) - მარი ბაბაევი
ოთხი ნახატისგან შემდგარი სერია, ახალგაზრდა ხელოვანის, მარი ბაბაევის სადიპლომო ნამუშევრის ნაწილია. სერიის მთავარი ფოკუსი ნაწნავია, როგორც სიძლიერის, იდენტობისა და კოლექტიური მეხსიერების სიმბოლო. განმეორებითი ფორმების საშუალებით, ბაბაევი ასახავს ქალების უხმო შრომას, სადაც ნაწნავი, ნაქსოვი ხალიჩის მსგავსად, სიტყვების გარეშე ჰყვება ისტორიებს. ავტორი ნამუშევრებს აკავშირებს წინაპრების მიერ აგებულ მყიფე თავშესაფართანაც, სადაც ერთმანეთში გადახლართული ფორმებით მთლიანობა ნარჩუნდება, მაშინაც კი, როცა თავად სტრუქტურა თანდათან ქრება.
ხელოვანის შესახებ
მარი ბაბაევი (2003) აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი ვიზუალური ხელოვანი და დიზაინერია. იგი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 2025 წლის ოქტომობრიდან ფლორენციაში, Polimoda-ს მოდის დიზაინის პროგრამაზე სწავლობს. მისი მრავალმხრივი პრაქტიკა ტექსტილს, ტანსაცმელსა და შერეულ მედიას მოიცავს, რომლითაც იდენტობის, მეხსიერების, ქალისა და კულტურული დუალობის თემებს იკვლევს. მარი ბაბაევს გამოფენები ჰქონდა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: პერსონალური გამოფენა Sugar Cubes, „პატარა გალერეა”, თბილისი; ჯგუფური პროექტები: Untold Narratives (თბილისის სახელოვნებო ბაზრობა), Too Many Dinner Parties („ფაბრიკა“) და გამოფენა თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო VA[A]DS-ის წიგნის დიზაინ შოუსა და Ad Black Sea საერთაშორისო ფესტივალზე.მისი სადიპლომო ნამუშევარი წარმოდგენილი იყო ხელოვნების ფონდ ანაგში. ბოლო პერიოდში მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენაში „მონოქრომული შეგრძნებების კარტოგრაფია“, რომელიც ინიცირებული იყო unarchived_semiotics-ის მიერ და განხორციელდა ხელოვნების ფონდ ანაგში. მარი ბაბაევის ნამუშევრები წარმატებით იყო წარმოდგენილი ჰესინკის პირველ საერთაშორისო ქართულ თანამედროვე და მოდერნულ ხელოვნების აუქციონზე თბილისში.
ერთი გზის ბევრი ფრაგმენტი - NOBU
ახალგაზრდა არტისტ NOBU-ს სერია ფრაგმენტული აბსტრაგირებული ფორმებით ვითარდება. დიდ აკრილის ტილოებსა თუ ჩანახატებში ჟესტი, ნიშნების ფორმირება და რედუქცია მთავარ გამომსახველობით ინსტრუმენტებად იქცევა. ნამუშევრებში NOBU ქმნის დაძაბულობას სტრუქტურასა და არასტაბილურობას შორის. შავი ვერტიკალური ფორმები ბარიერებს, კვალს ან არქიტექტურულ ნარჩენებს მოგვაგონებს, ხოლო მკვეთრი ფერადი ხშირად წითელი ტონის აქცენტებს კომპოზიციებში ემოციურ ინტენსივობა და უშუალობა შემოაქვს. გამარტივებული სიმბოლოების, დანაწევრებული ტიპოგრაფიისა და მქრქალი ზედაპირების განმეორებითი რიტმი ხელოვანის ინტუიციურ პროცესზე მიანიშნებს. ნამუშევრების კონცეფცია მეხსიერებასთან, გადაადგილებასთან და კოდირებულ პერსონალურ ნარატივებთან არის დაკავშირებული. ფიქსირებული მნიშვნელობების შექმნის ნაცვლად, NOBU ვიზუალურ ფრაგმენტებს იყენებს, როგორც დაუმთავრებელ სიგნალებს ენასა და გამოსახულებას, სიჩუმესა და გამოხატვას შორის.
ხელოვანის შესახებ
NOBU (1993) ახალგაზრდა არტისტის ფსევდონიმია, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოს დატოვების შემდეგ, მის შემოქმედებაში უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბავშვობის მოგონებებთან და კულტურულ იდენტობასთან დაკავშირებული რეფლექსია. იაპონური სიტყვის „Nobu“-ს ჩრდილქვეშ მუშაობა, რომელიც ნდობას, რწმენასა და განგრძობითობას უკავშირდება, ერთდროულად გამოხატავს არტისტის ემოციურ კავშირს აღმოსავლურ სენსიტიურობასთან, ხოლო მეორეს მხრივ, მისი ექსპერიმენტული ვიზუალური ენა დასავლური აბსტრაქციის კულტურულ ველს ეხმიანება. წლების განმავლობაში მისი ნამუშევრები კერძო კოლექციებში ინახებოდა, ხოლო Reach Art Visual-თან თანამშრომლობით TAF 2026-ზე მისი შემოქმედების პირველი საჯარო წარდგენა მოეწყო.
ნემსის წვერი - ქრისტინე ტუსიაშვილი
ქრისტინე ტუსიაშვილის ხელით შექმნილი კოლაჟების სერია “ნემსის წვერი” ასახავს ძალაუფლების, ფულისა და დიდების მუდმივ გავლენას თანამედროვე საზოგადოებაზე. ფერადი, სიმბოლური და რეფერენციული ვიზუალური ენის გამოყენებით, ნამუშევარი დადაისტური კოლაჟის ესთეტიკას თანამედროვე პერსპექტივიდან გადაიაზრებს. დაკვირვებასა და ინტროსპექციულ მიდგომაზე დაფუძნებული ნამუშევრები ადამიანის კონტროლის, წარმატებისა და თვითდამკვიდრების სურვილს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ხოლო ამბიციასა და ილუზიას შორის არსებულ მყიფე დაძაბულობას ფაქიზად ავლენს.
ხელოვანის შესახებ
ქრისტინე ტუსიშვილი (1982, თბილისი, საქართველო) არის თანამედროვე მედია არტისტი, რომელიც მუშაობს ვიდეოინსტალაციის, ფოტოგრაფიის, კოლაჟისა და პერფორმანსის მიმართულებით. მისი მრავალდისციპლინური პრაქტიკა იკვლევს იდენტობის, მეხსიერების, მრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის თემებს. დადგმული და კონცეპტუალური ვიზუალური ნარატივების მეშვეობით, ქრისტინე ტუსიაშვილი რეალობასა და წარმოსახვას შორის საზღვრებს შლის, ქმნის მრავალშრიან ვიზუალურ გარემოს და ხშირად ფოკუსირდება თანამედროვე ადამიანის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობებზე. 2000–2006 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების თეორიისა და ისტორიის მიმართულებით. 2008 წელს გადავიდა გერმანიაში, სადაც 2008–2009 წლებში დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში მიწვეული სტუდენტის სტატუსით სწავლობდა სკულპტურას პროფესორ თომას გრიუნფელდის ხელმძღვანელობით. მოგვიანებით, 2010–2015 წლებში, ესენის ხელოვნების უნივერსიტეტში (HBK Essen) ფოტოგრაფიისა და მედიის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღო. მისი პერსონალური გამოფენებიდან აღსანიშნავია: აღქმის პოეტიკა (unacrhived semiotics და Art Conference Tbilisi თანამშრომლობით 2024), aufblühen (BBK Kunstforum, დიუსელდორფი, 2024), Diverse Thinking (რია ქებურიას ფონდი, 2023), Something that is inside me (Novo Gallery, თბილისი, 2022), ასევე პერფორმანსების სერია Walk for Freedom, რომელიც 2019–2025 წლებში დიუსელდორფში განხორციელდა. ქრისტინე ტუსიაშვილის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო მრავალ საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენასა და ფესტივალზე საქართველოში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელში, მათ შორის ART Düsseldorf-ზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, NRW Forum დუსელდორფში, Wiesbadener Fototage-ზე, Contemporary Art Space ბათუმში და ავტოპორტრეტი სარკესთან ჯგუფური გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (თბილისი 2023).
ექსპერიმენტული ნახატების სერია “უსათაურო” - გიორგი შენგელია
გიორგი შენგელია ექსპერიმენტულ შერეულ მედიაში შესრულებულ ნამუშევრებში წაშლილი ზედაპირებითა და აბსტრაქტული სივრცითი სტრუქტურებით ექსპერიმენტულ ვიზუალური ენას ავითარებს. ფერწერის, ნახატის, კოლაჟისა და სიმბოლური მინაწერების საშუალებით, ნამუშევრები პირად სისტემასა და ინტუიციურ ჟესტიკულაციას აერთიანებენ. შენგელიას პრაქტიკა უარს ამბობს ფიქსირებულ ნარატივებზე და ამის ნაცვლად ქმნის მნიშვნელობების იმგვარ ველს, სადაც რიცხვები, დიაგრამები, ტექსტუალური ფრაგმენტები და მინიმალისტური ფორმები მეხსიერებისა და ყოველდღიური დაკვირვების ნაწილია. მხატვარი თანამედროვე აბსტრაქტულ ვიზუალურ ლექსიკას აყალიბებს, რაც კომუნიკაციის ციფრულ კვალს, ურბანულ რიტმსა და თანამედროვეობაში დამკვიდრებული აღქმის მყიფე მდგომარეობას უკავშირდება.
ხელოვანის შესახებ
გიორგი შენგელია (1984) დამოუკიდებელი ფოტოგრაფი და ხელოვანია. მან 2006 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ფლორენციაში, სადაც გამოიკვეთა მისი ინტერესი ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის მიმართ. 2012 წელს მან დაიწყო ფოტოჟურნალისტიკის შესწავლა ფონდაცია სტუდიო მარანგონიში (Fondazione Studio Marangoni). ბოლო პერიოდი დაინტერესებულია და მუშაობს ექსპერიმენტული ხატვის მიმართულებით. მისი მხატვრული ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ჰესინკის “ქართული თანამედროვე ხელოვნების” პირველ აუქციონზე თბილისიში.