თბილისის
ხელოვნების
ბაზრობა
TAF-ის მიზნები
წარმოადგინოს ის სიცოცხლით სავსე დამწყები სახელოვნებო სცენები, რომლებიც ნაკლებად ჩანს და ნაკლებად ხელმისაწვდომია;
იყოს სტიმულის მიმცემი და პარტნიორი გალერეებისთვის, დააკავშიროს ისინი კოლექციონერებთან, კურატორებსა და ხელოვანებს;
ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის;
შექმნას მდგრადი მექანიზმები ხელოვანთა მობილობისა და ქვეყნებს შორის შემოქმედებითი პროექტებისათვის;
გააძლიეროს პროფესიული უნარები და ხელი შეუწყოს ადგილობრივი და რეგიონული კულტურის სფეროს მოღვაწეთა ფინანსურ გაუმჯობესებას.
რა მოგვწონს ხელოვნების ბაზრობებში?
- მრავალფეროვნება ერთ სივრცეში;
- კავშირების დამყარების შესაძლებლობები;
- საწყისი ეტაპი არაერთი ახალი პროექტისთვის;
- ძირითადი ურბანული ცენტრების გარეთ არსებული გალერეების აღმოჩენა;
- შესაძლებლობა სტუდენტებისა და ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, ნახონ ხელოვნების ფართო სპექტრი ძვირადღირებული და ხანგრძლივი მოგზაურობის გარეშე;
- საერთაშორისო აუდიტორიის მიერ მომენტალური აღმოჩენისა და, შესაბამისად, ახალი კარიერული შესაძლებლობა ხელოვანებისთვის.
- რეგიონული სახელოვნებო სცენების ხელშეწყობის უნიკალური შესაძლებლობები;
- ადამიანების დაკავშირება, რომლებიც ხშირად დისტანციურად აგრძელებენ კონტაქტს.
რით განსხვავდება TAF?
მყუდრო და სპეციფიკური ადგილის ბაზრობა, სადაც გალერეებს, ხელოვნების დილერებსა და ხელოვანებს საშუალება მიეცემათ, გაზარდონ წვდომა, გააღრმავონ კავშირები და შედარებით მცირე ფინანსური დატვირთვით ჰქონდეთ უფრო მეტი საკურატორო თავისუფლება;
დამწყები და კარიერის განვითარების ეტაპზე მყოფი ხელოვანები, ახალი, შემოქმედებითი შინაარსი და ხელოვნების ბაზრების კონტექსტში ნაკლებად გამოჩენილი გალერეები.
ნელი პრინციპი - სიჩქარის შეცვლით შეიქმნება მეტი სივრცე და დრო, რათა მოხდეს სახელოვნებო ნამუშევრების უფრო აზრიანი და ემოციური აღქმა და დარჩება მეტი დრო ნახვისთვის, შეგრძნებისთვის, განხილვისა და ყიდვისთვის;
ჯანსაღი გამოცდილება - დიალოგი საგალერეო სივრციდან მაგიდაზე გადაინაცვლებს და საგამოფენო სივრციდან - ვენახში, რათა მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული სტუმართმოყვარეობით, კერძებითა და ღვინით ყველამ თავი იგრძნოს გამოცოცხლებულად და გაძლიერებულად. TAF გაიმართება თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ს ტერიტორიაზე.
რატომ თბილისი?
თანამედროვე ხელოვანთარიცხვის ზრდა საერთაშორისო მასშტაბით (თეა ჯორჯაძე, ვაჟიკო ჩაჩხიანი, ანდრო ვეკუა, ანა კ.ე., კოკა რამიშვილი, თამარა კვესიტაძე, მაია ნავერიანი, თეა გვეტაძე...), ახალი გალერეებისა და სახელოვნებო ინიციატივების ჩამოყალიბება;
მსოფლიოში სახელგანთქმული ხელოვანების მემკვიდრეობა (ფიროსმანი, კაკაბაძე, გუდიაშვილი, ქიქოძე, ფარაჯანოვი, იოსელიანი, აბულაძე, კალატოზიშვილი, ხაჩატურიანი, ბალანჩინი, აკუნინი...);
ყოველწლიურად 7 მილიონი ვიზიტორი (შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი, საუდის არაბეთი, ომანი, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ბალტიის ზღვის ქვეყნები, ჩეხეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, უკრაინა...).
მუდმივად მზარდი უცხოური კაპიტალდაბანდება (25%), 2 მილიარდი $ 2017 წელს (აშშ, ევროპა, ინდოეთი, ჩინეთი...);
5,2% ეკონომიკური ზრდა, მესამე ყველაზე ძლიერი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში;
ხელფასის საშუალო ზრდა 15%-ით, 21% კულტურის ინდუსტრიაში; „უფრო ფართო ევროპის“ (Wider Europe) შენებაში მონაწილეობა;
კოლექციონერთა ფინანსური შესაძლებლობები და მყიდველთა რიცხვის ზრდა რეგიონში;
სიახლოვეში არსებული ღონისძიებები, როგორებიცაა თბილისის ფოტო ფესტივალი, სტამბოლის ბიენალე, ერევნის ტრიენალე, აზერბაიჯანის სახელოვნებო ინიციატივები, შარჯას ბიენალე, ბოღოსიანის ფონდი...