TAF
პროგრამა
TAF-ის სექციები
TAF უმასპინძლებს დაახლოებით 35 გალერეას, რომლებიც მუშაობენ თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით, აქტიურად მონაწილეობენ გამოფენების ორგანიზებაში და სახელოვნებო დისკურსში შეაქვთ წვლილი. გალერეების შერჩევა მოხდება მათი პროფესიული რეპუტაციის, წარმოდგენილი ხელოვანების, გეოგრაფიული ფოკუსისა და ჯანსაღი ხელოვნების ბაზრის შენებაში მათი ჩართულობის მიხედვით. გალერეებსა თუ შინაარსში არ ხდება დიფერენციაცია, ამ სექციაში მნიშვნელოვანია გამართული კურატორული გადაწყვეტილებები.
სახელოსნო
ეს სექცია ჩაფიქრებულია ახალგაზრდა ხელოვანებისთვის შექმნილი დაბალბიუჯეტიანი სახელოსნოების შთაგონებით, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და მასპინძლობდა ისეთ ტალანტებს, როგორებიც არიან ალექსანდრ არხიპენკო, ოსიპ ცადკინი, შაგალი, ფერნანდ ლეგერი, ჟაკ ლიფშიცი, მაქს ჟაკობი, სუტინი, დელონე, მოდილიანი, ბრინკუში...
"სახელოსნო" უმასპინძლებს 30-მდე ხელოვანს, ინდივიდუალური პრეზენტაციის სახით, რომელთაც TAF შეარჩევს ღია შერჩევის გზით.
TAF დისკუსიები
ხელოვნების, დილერების, კოლექციონერების, კურატორების, მუზეუმების, დამფუძნებლების, ხელოვნების ინიციატივების, ხელოვნების ჟურნალისტებისთვის ინსტრუმენტული ამოცანის შესრულების მიზნით, თბილისის ხელოვნების ბაზრობა ორგანიზებას უწევს საუბრებს, რათა მოხდეს პროფესიონალების ჩართვა მათ სამუშაოს, უნარებსა და გამოცდილებებთან დაკავშირებულ დისკუსიებში.