ავთანდილ გახოკიძე
https://www.instagram.com/avtandilgakhokidze/
პრიმავერა
ზეთი, ტილო, 190 × 240 სმ, 2026
EUR 12 000
ავთანდილ გახოკიძე (1987) თანამედროვე ქართველი მხატვარი. 2009 - 2013 წელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ფერწერის მიმართულება. 2015 – 2019 წელი მაგისტრატურა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ავთანდილ გახოკიძე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მხატვრის სამუშაო მედიუმი მოიცავს ფერწერას, გრაფიკას, ვიდეო ინსტალაციას. ავთანდილ გახოკიძის სამხატვრო ენა სინთეზურია, მხატვარი ხშირად მიმართავს კლასიკური მოტივებისა და თემატიკის თანამედროვე ინტერპრეტაციას. ავთანდილ გახოკიძის ჟანრული დიაპაზონი მოიცავს ანიმალისტურ ჟანრს, პორტრეტსა და გეომეტრიულ აბსტრაქციას.
არტისტის განცხადება (Artist Statement)
ავთანდილ გახოკიძის მხატვრობის მთავარი თემა პირად, ინტიმურ გამოცდილებებს უკავშირდება. მისი ნამუშევრები ნატურალისტურად გამოსახულ არტისტულ პერსონაჟებს წარმოადგენს.
ავთანდილ გახოკიძის სტილი წინააღმდეგობრივია, სადაც ციტირებები დასავლური მხატვრობის ისტორიიდან თანამედროვე სამყაროსთვის სახასიათო ვიზუალურ სანახაობრიობასთან იკვეთება. საუბარია გლობალიზაციის პროცესებით განპირობებულ არტისტულ ექსპერიმენტებზე, სადაც სხვადასხვა კონტექსტების გამოცდილებები ხვდება ერთმანეთს მხატვრულ ჰიბრიდებში.
ავთანდილ გახოკიძის მხატვრულ ჰიბრიდებს ისტორიით, აკადემიური გამოცდილებით დაკანონებული მოდელების თავისუფალი მანიპულირება ქმნის, მათი დეკონსტრუქცია, კიტჩურ ელემენტებთან გაერთიანება და განზოგადებული ფორმის უკიდურესად კონკრეტულ იდენტობაში მოქცევა.
ავთანდილ გახოკიძე 2018 წლიდან თანამშრომლობს დედიკას გალერეასთან. სადაც სოლო გამოფენა 2019 წელს მოეწყო. მონაწილეობა აქვს მიღებული ორჯერ, მილენიუმის თაობის საუკეთესო წარმომადგენლების, 6 მხატვრის გამოფენაში.
2020 წლიდან მუშაობს დედიკას გალერეის რეზიდენციაში.
2025 – Night Fruit, ჯგუფური გამოფენა Dédicace Gallery - დედიკას გალერეა
2025 - The Daytime Moon, სოლო პროექტი Bentlay exhibition series
2024 - Tbilisi Art Fair
2024 - სუფთა ჰაერი 2 ჯგუფური გამოფენა Dédicace Gallery Enviromental
2023 - სუფთა ჰაერი ჯგუფური გამოფენა Dédicace Gallery Enviromental
2022 - Untitled, Group Show, Dédicace Gallery - დედიკას გალერეა, თბილისი.
2019 – ოქროს ეროსი, სოლო გამოფენა, Dédicace Gallery - დედიკას გალერეა
2017 – პროექტი “Personal Structures” ვენეციის ბიენალე 57, პარალელური პროექტი “European Culture Center”, Palazzo Mora, ვენეცია
2016 – Artisterium, არტარეა თბილისი
2016 – ჯგუფური გამოფენა, Emmanuel Fremin Gallery, ნიუ იორკი, აშშ
2016 - ჯგუფური გამოფენა, Phoenix Gallery, ნიუ იორკი, აშშ
2015 – უსათაურო, სოლო გამოფენა, Punctum, თბილისი
2013 – ფესტივალი, Les Papilons De Carpentras, საფრანგეთი
2013 – ჯგუფური გამოფენა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, “Cinemba 2D” თბილისი