ქეთევან ვარშანიძე
https://www.instagram.com/kettevan.v?igsh=MW1ydWxpb2lyMWM1cw==
BOG GE58BG0000000574383811
TBC GE09TB7086245064300127
უსათაურო
ზეთი, ტილო, 164×130 სმ, 2026
EUR 2 200
უსათაურო
ზეთი, ტილო, 22×18 სმ, 2026
EUR 200
უსათაურო
ზეთი, ტილო, 22×18 სმ, 2026
EUR 200
უსათაურო
ზეთი, ტილო, 22×18 სმ, 2026
EUR 200
უსათაურო
ზეთი, ტილო, 30×30 სმ, 2026
EUR 300
ქეთევან ვარშანიძე დაიბადა ბათუმში 1995 წელს. 2017 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. სწავლის დასრულების შემდეგ ქონდა რამდენიმე წლიანი პაუზა , თუმცა ბოლო 4 წელი აქტიურად ხატავს და მონაწილეობას იღებს გამოფენებში. ამ ეტაპზე მუშაობს და ცხოვრობს თბილისში.
არტისტის განცხადება (Artist Statement)
ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჩემთან ყველაზე კარგად თავსებადი მასალა გამოდგა, ზეთის საღებავი. თუმცა ვიყენებ სხვადასხვა მასალასაც, ხშირად ვაკეთებ სკეტჩებს შერეული ტექნიკით. ასევე დაინტერესებული ვარ ტექსტილით , ბოლო პერიოდებში ექსპერიმენტალურად ვცდილობ ტექსტილი და ტრადიციული ფერწერული ნამუშევარი ვაქციო ერთ ობიექტად. მომწონს ეს პროცესი, ჩემთვის ახალია, მრავალშრიანია და მეხმარება კიდევ სხვა მიმართულებით აზროვნებაში. ნახატებს რაც შეეხება, ჩემს ნამუშევრებში ხშირია ცარიელი ადგილები,
სიბრტყეები,არქიტექტურული ფორმები, მკაცრი პავილიონები, მონუმენტური კედლები და უძრავი აუზები. ეს ყველაფერი თითქოს დროში გაყინული ჩარჩოები და ერთგვარი დეკორაციებია. ჩემი ნამუშევრების მთავარი კონცეფცია მოდის იმ გარემოდან და ვიზუალებიდან სადაც გავიზარდე, შესაბამისად ზღვა და ზღვის სანაპირო თითქოს ჩემი მხატვრობის მთავარ ღერძს ქმნის, ამ ვიზუალებზეა დაშენებული ჩემი შემოქმედების დიდი ნაწილიც.
მაქვს პორტრეტების სერია, სადაც წინა პლანზეა წამოწეული ადამიანის მძაფრი ემოციები. სიცილების სერია, რომელიც ზოგჯერ შიშს, გაღიზიანებას , ცოტა აგრესიასაც კი იწვევს. ამ სერიების მთავარი იდეა არის ცინიზმი. რომელიც არსებობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ცინიზმი საკუთარი თავის მიმართ და იმ აბსურდულობის, რაშიც ვცხოვრობთ ადამიანები საუკუნეების მანძილზე. ასევე კრიტიკა და ეჭვი, რომელიც აუცილებელი მგონია ადამიანის განვითარებისთვის. ვფიქრობ, თვითკრიტიკულობას და ეჭვს დიდი როლი აქვს შემოქმედებით ცხოვრებაში, ალბათ ამის გარეშე განვითარება და აზროვნება შეუძლებელია.
გამოფენები:
• 2022_ ჯგუფური გამოფენა, "dissolution gallery", თბილისი.
• 2024_ თბილისის ხელოვნების ბაზრობა(Taf), "dissolution gallery".
• 2024_ ჯგუფური გამოფენა" ზაფხულის ქრონიკები" , გალერეა "ნოვო", თბილისი.
• 2025_ ჯგუფური გამოფენა "რე-აქცია", გალერეა "ნოვო", თბილისი.
• 2025_ ჯგუფური გამოფენა "საერთო მანძილი", "identica", თბილისი.
• 2026_სოლო გამოფენა "მარტივი", გალერეა "კუბი კონტექსტში", თბილისი.
• 2026_ ჯგუფური გამოფენა" სალონი I", " identica", თბილისი.