სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
21 - 24 მაისი

RAUM

საკონტაქტო ინფორმაცია:

https://www.instagram.com/raum_artspace/

GE74TB7800545064300102

თბილისი

მარიამ ოდიშელიძე

უსახელო

შერეული ტექნიკა, მელნით მოხატული ტექსტილი, 145 × 141 სმ, 2026

EUR 2 200

მარიამ ოდიშელიძე

უსახელო

შერეული ტექნიკა, მელნით მოხატული ტექსტილი, 140 × 136 სმ, 2026

EUR 2 200 ევრო

გურამ შავდია

ღამის სეირნობა

აკრილი და ზეთი ქაღალდზე, 37.5 × 30.5 სმ, 2026

EUR 1 200

გურამ შავდია

დრომდე

აკრილი და ზეთი ქაღალდზე, 32.5 × 28 სმ, 2026

EUR 1 200 

გურამ შავდია

უცნობი პორტრეტი

შერეული ტექნიკა ტილოზე, 39 × 32 სმ, 2026

EUR 1 500

...სრულად taf-ის გამოფენაზე view_on_google_map

გურამ შავდიას პრაქტიკა ეფუძნება ისტორიული, პოპ-კულტურული და ფიქციური არქეტიპების რეკონცეპტუალიზაციას და მათ ახალ ვიზუალურ კონტექსტებში გადატანას, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დამკვიდრებულ იერარქიებსა და მნიშვნელობებს. ამ პროცესის საშუალებით ის ახალ კონტექსტში ათავსებს ისტორიულ ფიგურებს, ზღაპრის პერსონაჟებსა და ხელოვნების რეფერენციებს, იკვლევს, თუ როგორ აყალიბებს ნაცნობი გამოსახულებები კოლექტიურ აღქმას და გარდაქმნის მათ მრავალშრიან, ღია მეტაფორებად. იუმორი, თვითირონია, ინტუიცია და სპონტანურობა მისი ხელწერის მნიშვნელოვანი ელემენტებია.

ტილოსა და ქაღალდზე შერეული მედიის გამოყენებით, მისი სამუშაო პროცესი მჭიდროდ უკავშირდება ამ მიდგომას, სადაც მასალისა და გამოსახულების ცვლილებები ერთდროულად ვითარდება ნამუშევარში.

სოლო გამოფენები:

2024 „Me and Smiley“, Project Window Gallery, თბილისი, საქართველო

2022 „Yes to Life, in Spite of Everything“, კურატორი ქეთევან კორძახია, TBC Concept, თბილისი, საქართველო

2019 „Another Space“, კურატორი თეონა გოგიჩაიშვილი, Christuskirche, ლევერკუზენი, გერმანია

 2011 „My“, Upstairs Gallery, ოლდენბურგი, გერმანია


მარიამ ოდიშელიძე

ბოლო წლებში მარიამ ოდიშელიძე მუშაობს ტექსტილზე, სადაც მისი წინა პრაქტიკები — ზეთი ტილოზე და წყლის საღებავები ქაღალდზე — ერთიანდება და ახალ ფორმებს იძენს. ტუშის გამოყენებით იგი ქმნის ბუნებრივ ქსოვილზე გამოსახულებებს, რომლებსაც შემდგომ ამუშავებს ისე, რომ ზედაპირი რელიეფური ხდება, რაც ნამუშევარს უფრო ხელშესახებ, მატერიალურ სახეს ანიჭებს.

გამოყენებული ტექსტილი ხშირად ოჯახის ყოველდღიური მოხმარების ნივთებია — სუფრები, თეთრეული და პირსახოცები, რომლებიც მისთვის როგორც პირად, ისე ფემინური მნიშვნელობის შრეებს ატარებს.

ნამუშევრები იქმნება წინასწარ წარმოდგენილი ფორმების მიხედვით: ტექსტილს ტუშით ამუშავებს, შემდეგ ჭრის და კერავს, რის შედეგადაც გამოსახულება სივრცობრივ, ტექსტურიან ხარისხს იძენს. ამ პროცესში იგი უბრუნდება თავის ადრინდელ, ტილოზე შესრულებულ ნამუშევრებს და მათ ახალ მედიუმში ახლებურად ინტერპრეტირებს.

წარმოდგენილი ნამუშევარიც ამ მიდგომის ნაწილია და შედგება ორი შეკერილი ტექსტილური კომპოზიციური ელემენტისგან.

სოლო გამოფენები: 2023 — „Transitional Spaces“, Window Project, თბილისი, საქართველო

ჯგუფური გამოფენები:

2025 — „Turn the big Lights off“, Raum, თბილისი, საქართველო

2024 — „Way Out“, Raum, თბილისი, საქართველო

2022 — „At Home with Friends“, კურატორი Mental Space, CCA, თბილისი, საქართველო

2018 — EAF „Transformation“, Bunker K101, კიოლნი, გერმანია 2018 — „Mixed“, Kunstverein Kunsthaus Mettmann, გერმანია

2018 — „Die GROSSE NRW“, Museum Kunstpalast, დიუსელდორფი, გერმანია