ნინა ნარიმანიშვილი
https://www.instagram.com/ninnartgallery?igsh=aDF4a3B5ZDEyZzY=
GE98BG0000000539945084
სადღაც ნულსა და ერთს შორის
შერეული მედიუმი ქაღალდზე, 42 x 30 სმ, 2022
EUR 1 300
სადღაც ნულსა და ერთს შორის
შერეული მედიუმი ქაღალდზე, 42 x 30 სმ, 2021
EUR 1 200
სადღაც ნულსა და ერთს შორის
შერეული მედიუმი ქაღალდზე, 21 x 27 სმ, 2025
EUR 500
სადღაც ნულსა და ერთს შორის
შერეული მედიუმი ქაღალდზე, 21 x 27 სმ, 2025
EUR 500
სადღაც ნულსა და ერთს შორის
შერეული მედიუმი ქაღალდზე, 21 x 27 სმ, 2025
EUR 500
სადღაც ნულსა და ერთს შორის
შერეული მედიუმი ქაღალდზე, 21 x 27 სმ, 2025
EUR 500
სადღაც ნულსა და ერთს შორის
შერეული მედიუმი ქაღალდზე, 21 x 27 სმ, 2026
EUR 700
ნინა ნარიმანიშვილი არის თანამედროვე ქართველი არტისტი, რომელიც მუშაობს ფერწერისა და შერეული მედიის მიმართულებით. მისი შემოქმედება ადრეული ასაკიდან იღებს სათავეს ხატვა ბავშვობიდანვე მისი თვითგამოხატვის ერთ-ერთ მთავარ ფორმად ჩამოყალიბდა და წლების განმავლობაში ეს ინტერესი თანდათან გაღრმავდა და პროფესიულ გზად იქცა.
ნინა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, წიგნის დიზაინისა და ილუსტრაციის მიმართულებით (2018–2022), სადაც შეიძინა როგორც აკადემიური ცოდნა, ასევე ექსპერიმენტული მიდგომებისადმი ინტერესი. მისი შემოქმედებითი პრაქტიკა მოიცავს სხვადასხვა ტექნიკის სინთეზს თავდაპირველად მუშაობდა აკრილის ტილოზე, თუმცა დროთა განმავლობაში მისი ყურადღება მიიქცია მასალების მრავალფეროვნებამ და ტექსტურების კვლევამ.
დღეს ნინა აქტიურად მუშაობს შერეული მედიის ტექნიკაში, ქმნის ხელნაკეთ ქაღალდს და თავად ამზადებს სამუშაო ზედაპირებს, რაც მის ნამუშევრებს უნიკალურ ფიზიკურ და ვიზუალურ თვისებებს სძენს. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ექსპერიმენტული ხასიათით, მრავალშრიანი ტექსტურებითა და ინტუიციური ფორმებით.
მისი შემოქმედება ფოკუსირებულია ადამიანის შინაგან სამყაროზე ქვეცნობიერზე, ემოციურ მდგომარეობებზე და ეგზისტენციალურ თემებზე. ნამუშევრებში ხშირად გვხვდება სიმბოლური ელემენტები და რიცხვების ვიზუალური ინტერპრეტაცია, რომლებიც ქმნიან პირად, თითქმის მედიტაციურ ვიზუალურ ენას.
ნინა ნარიმანიშვილი აგრძელებს განვითარებას როგორც დამოუკიდებელი არტისტი, მუდმივად ეძებს ახალ ფორმებს, მასალებსა და გამოხატვის საშუალებებს, რათა კიდევ უფრო ღრმად გამოიკვლიოს ადამიანის ფსიქოლოგიური და ემოციური გამოცდილებები.
არტისტის განცხადება (Artist Statement)
ჩემი ნამუშევრები წარმოადგენს ემოციურად დატვირთულ ვიზუალურ ენას, სადაც სიმბოლოები ცენტრალურ როლს თამაშობს. ვქმნი კომპოზიციებს, რომლებიც იკვლევს ადამიანის შინაგან სამყაროს განსაკუთრებით ეგზისტენციალურ კრიზისებს, ქვეცნობიერ პროცესებს და იმ უხილავ დაძაბულობებს, რომლებიც ყოველდღიურობაში ხშირად დაუფიქსირებელი რჩება.
ჩემს პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ციფრებს, როგორც სიმბოლურ სისტემას, რომელიც ერთდროულად ატარებს წესრიგსაც და ქაოსსაც. ისინი ჩემთვის არა მხოლოდ მათემატიკური ერთეულებია, არამედ ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობების გამომხატველი ნიშნები.
ნამუშევრების შექმნის პროცესში ვეყრდნობი ინტუიციას ფორმები და სიმბოლოები ხშირად სპონტანურად იბადება, თითქოს ქვეცნობიერიდან ამოდის. ამ გზით ვცდილობ, ვიზუალურად გადმოვცე ის განცდები და ფიქრები, რომლებიც სიტყვებით რთულად გამოიხატება.
ჩემი მიზანია მაყურებელთან ემოციური კავშირის შექმნა და იმ სივრცის გახსნა, სადაც თითოეულს შეუძლია საკუთარ თავთან დიალოგი საკუთარ შიშებთან, კითხვებთან და შინაგან ძიებასთან.
რჩეული გამოფენები
• პროქტ “ლაბორატორია 2/20” ში 2021
• დებიუტი V გამოფენა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში 2021;
• 13 სტუდენტის გამოფენა სამხატვრო აკადემიში 2021
• პერსონალური გამოფენა “ADMIT ONE” გალერია „არტერია“ 2022
• გამოფენა „ ნანატრი მშვიდობისთვის“ გალერია - „გალერია 9 „ 2022
• გამოფენა/ ფესტივალი „NOW” გალერია „Hermit Space’’ 2022
• Art Moments Jacarta 3 - გალერია “ Galerie Brunno Masa” 2022
• არტისტერიუმ 15 - ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია სივრცეში 2022
• Tbilisi Art Fair (TAF) – 2022
• BI აუქციონი მე-4- IAart გალერეა – 2022 წ
• „Art Gallery“ კაფე გალერეაში -2022 წ
• „ Open art“ – ათენი -ART number23- 2023 წ
• Art festival Emotion – აბრეშუმის ქარხნის სტუდია – 2024 წ