სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
21 - 24 მაისი

ნინა პეტრიაშვილ

საკონტაქტო ინფორმაცია:

https://www.instagram.com/nina_petriashvili/

GE93TB7366545064300023

თბილისი

დიპტიხი 1

უსათაურო,

ციფრული ფოტოგრაფია, 30x42 (Hahnemuhle Fine Art), 2023

დიპტიხი – 470 ევრო | თითო ნამუშევარი – 270 ევრო

დიპტიხი 1

 

უსათაურო
ციფრული ფოტოგრაფია, 30x42 (Hahnemuhle Fine Art), 2023

დიპტიხი – 470 ევრო | თითო ნამუშევარი – 270 დოლარი

 

დიპტიხი 2

უსათაურო,

ციფრული ფოტოგრაფია, 30x42 (Hahnemuhle Fine Art),  2015/2023

დიპტიხი – 470 ევრო

დიპტიხი 2

უსათაურო, 

ციფრული ფოტოგრაფია, 30x42 (Hahnemuhle Fine Art), 2015/2023

დიპტიხი – 470 ევრო

დიპტიხი 3

უსათაურო

ციფრული ფოტოგრაფია, 30x42 (Hahnemuhle Fine Art), 2021/2022

დიპტიხი – 470 ევრო | თითო ნამუშევარი – 270 ევრო

დიპტიხი 3

უსათაურო

ციფრული ფოტოგრაფია, 30x42 (Hahnemuhle Fine Art), 2021/2022

დიპტიხი – 470 ევრო | თითო ნამუშევარი – 270 ევრო

დიპტიხი 4

უსათაურო

ციფრული ფოტოგრაფია, 20x30 (Hahnemuhle Fine Art), 2022/2023

დიპტიხი – 470 ევრო

დიპტიხი 4

უსათაურო

ციფრული ფოტოგრაფია, 20x30 (Hahnemuhle Fine Art), 2022/2023

დიპტიხი – 470 ევრო

დიპტიხი 5

უსათაურო

ციფრული ფოტოგრაფია, 20x30 (Hahnemuhle Fine Art), 2021/2022

დიპტიხი – 470 ევრო

დიპტიხი 5

უსათაურო

ციფრული ფოტოგრაფია, 20x30 (Hahnemuhle Fine Art), 2021/2022

დიპტიხი – 470 ევრო

...სრულად taf-ის გამოფენაზე view_on_google_map

ნინა პეტრიაშვილი ქართველი ფოტოგრაფია. ის საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. მიუნხენში ცხოვრებისას მან აღმოაჩინა ცოცხალი სახელოვნებო გარემო, სადაც შთამაგონებელ ხელოვანებთან შეხვედრამ და მრავალ გამოფენაზე დასწრებამ უბიძგა, ფოტოგრაფიაში პირველი ნაბიჯები გადაედგა. სწორედ აქ დაიწყო საკუთარი „ვიზუალური ენის” ფორმირება დამოუკიდებელი პროექტებისა და პერსონალური გამოფენების მეშვეობით.

2017 წელს ნინა ავსტრიაში, ქალაქ გრაცში გადავიდა საცხოვრებლად, ფოტოგრაფიისა და მულტიმედიური ხელოვნების შესასწავლად. სწავლის პერიოდში იგი აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ხელოვანებთანთან და მონაწილეობას იღებდა არაერთ გამოფენაში. მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო ისეთ საერთაშორისო ფოტოფესტივალებზე, როგორებიცაა: Biennale der Steirischen Fotokunst, Photofestival Graz და Visa pour l'Image (Canon-ის სტუდენტური პროგრამა).

2020 წელს, ფოტოგრაფიის სადიპლომო ნაშრომის დასრულების შემდეგ, იგი სამშობლოში დაბრუნდა. ბუნებასთან ღრმა კავშირით შთაგონებულმა, კამერის მეშვეობით სამშობლოს ხელახალი დაკვირვება დაიწყო. მას შემდეგ საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტები მისი შემოქმედების ცენტრალურ ელემენტად იქცა, რაც მას მკაფიო და მრავალფეროვანი ფოტოგრაფიული ნარატივების შექმნის საშუალებას აძლევს.


არტისტის განცხადება (Artist Statement)

არტისტის განცხადება (Artist Statement)

ნინა პეტრიაშვილის ბოლო წლების ნამუშევრები იკვლევს სხეულსა და სივრცეს, როგორც ერთიან, განუყოფელ მოცემულობასა და ორი მოვლენის უწყვეტ ურთიერთგაგრძელებას.

ხანგრძლივ დაკვირვებაზე დაფუძნებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ავტორი პორტრეტისა და პეიზაჟის კლასიკურ გამიჯვნაზე უარს ამბობს. ეს ჟანრები ნამუშევრებში არ განიხილება ცალკეულ კატეგორიებად, ისინი ერთიანი ვიზუალური ველის ურთიერთდამოკიდებულ ელემენტებად არიან გააზრებული.

დეტალზე ორიენტირებული, არაკლასიკური ლანდშაფტური ფრაგმენტები სხეულის ელემენტებს უკავშირდება და სინათლის, კონტრასტისა და პერსპექტივის მეშვეობით ერთ მთლიანობას ქმნის.

გამოსახულებები მკაცრ საზღვრებს არ ადგენს: სივრცე სხეულებრივ თვისებებს იძენს, სხეული კი სივრცულს. ამ გზით, აქცენტი მარტივი გამოსახვიდან საერთო არსებობის (mutual presence) გამოკვლევაზე გადადის.


ფოტოგამოფენები და ფესტივალები

10/2024 Biennale der steirischen Fotokunst – გრაცი, ავსტრია

06/2021 Biennale der steirischen Fotokunst – გრაცი, ავსტრია

03/2020 გალერეა Querort – გრაცი, ავსტრია

10/2019 Grazer Foto Festival – გრაცი, ავსტრია

10/2019 Forum Stadtpark – გრაცი, ავსტრია

09/2019 Beate – გრაცი, ავსტრია

10/2019 ფოტოფესტივალი Blitz Bündel – გრაცი, ავსტრია

09/2019 Canon-ის სტუდენტური პროგრამა (Visa pour l'Image) – პერპინიანი, საფრანგეთი

10/2018 Grazer Foto Festival– გრაცი, ავსტრია

04/2016 Provisorium – მიუნხენი, გერმანია