გიორგი ყაველაშვილი
https://www.instagram.com/giorgi_kavelashvili_?igsh=dXdxYXp1b3AzY2tk&utm_source=qr
BOG GE55BG0000000964309800
TBC GE95TB7739245064300073
გულიდან გულამდე
აკრილი, ტემპეტა ხის პანელზე, 145x125x3 სმ, 2023
EUR 2 500
ქაოსის გარეშე მშვიდობა არ არსებობს
აკრილი ხის პანელზე, 150x92x3 სმ. 2025
EUR 2 500
გიორგი ყაველაშვილი (დ. 1994, რუსთავი, საქართველო) არის თანამედროვე მხატვარი, რომელიც დაფუძნებულია თბილისში. 2012–2016 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მისი შემოქმედება გამტარია უხილავი ენერგიებსა და მეტაფიზიკურ განზომილებების, რომლებიც დროისა და აღქმული რეალობის მიღმაა. ფერწერისა და გრაფიკის საშუალებით ის ცდილობს სულიერი მდგომარეობების ვიზუალურ ფორმაში გადმოცემას, ქმნის სივრცეებს შინაგანი ჭვრეტისა და რეფლექსიისთვის.
ძირითადად მუშაობს აკრილითა და აკვარელით ხეზე, ტილოსა და ქაღალდზე. მისი ჯგუფური გამოფენებია: Pluralis Anima (თბილისი, 2026), Pullman Tbilisi (Gallery Bruno Massa, 2024), Rossocianabaro (რომი, 2023), Gifts of Art (გენუა, 2022), La Purezza Della Natura (მილანი, 2022). პერსონალური გამოფენა — Holloseum, Museum of Illusions (თბილისი, 2022). მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოში და პოლონეთში.
არტისტის განცხადება (Artist Statement)
გიორგი ყაველაშვილი არის თანამედროვე მხატვარი , რომელიც დაფუძნებულია თბილისში . მისი შემოქმედება აბსტრაქტულ განზომილებაშია, სადაც თითოეული ნამუშევარი წარმოადგენს მცდელობას, შეხება ჰქონდეს იმას, რაც დროის, მოვლენებისა და ხილული რეალობის მიღმაა. ინტუიციურად ის ეხება უხილავ ენერგიასა და წყაროს, რომელიც მთლიან ყოფიერებაში მიედინება და განმსჭვალავს და სიცოხლეს აძლევს მას. მისი ფერწერა არის მეტაფიზიკურზე მედიტაციის ვიზუალური გამოვლინება, ძიებისა და ხილული ფორმების საზღვრების გადალახვის უწყვეტი პროცესი.
ყაველაშვილი ძირითადად მუშაობს აკრილითა და აკვარელით ხეზე, ტილოსა და ქაღალდზე, ასევე ხშირად იყენებს ტემპერას, გუაშს ან შავ მელანს. ის ხშირად ატარებს ექსპერიმენტებს მასალებთან — აზავებს ცარცს, სხვადასხვა ფხვნილებს აკვარელთან ან ლაქთან და აშ.
ვიზუალურად მისი ნამუშევრები ისე გამოიყურება, თითქოს პირდაპირ გამოვლენილია ტრანსცენდენტულიდან. ისინი ხასიათდებიან რბილი, ჰაეროვანი, მრავალშრიანი კომპოზიციებით, დინამიური ფორმებითა და გამორჩეული ფერთა პალიტრით, სადაც ფერები თითქოს ასხივებენ სინათლეს, მოძრაობენ და ვიბრირებენ. გამჭვირვალობა კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რაც მძიმე მატერიის განატიფებისა და განსულიერების ერთგავრ პროცესს წარმოადგენს. გრაფიკული ხაზი ხშირად ერთდროულად არის სტრუქტურაც და მამოძრავებელი ძალაც, თუმცა ზოგჯერ ისინი ზედაპირის ქვეშ იმალება, ხოლო თავად ფორმები, რომლებსაც გააჩნიათ ერთგვარი თვითობა, ინდივიდუალური, ცოცხალი ენერგიებია მუდმივ ტრანსფორმაციაში.
მხატვრისთვის პროცესი არის მედიტაციური აქტი და გზა ღვთიურთან კავშირისათვის — სულიერი ენერგიის მატერიალურ ფორმაში გადმოსაცემად, ყოფიერებისა და საკუთარი თავის შესაცნობად. მისი ნამუშევრები მაყურებელს იწვევს შინაგანი ჭვრეტის მდგომარეობაში, სთავაზობს ლოგიკისა და ჩვეული აღქმის მიღმა გახედვის და გამოცხადების თანამონაწილეობის საშუალებას.