ენამ გრანოთი
https://www.instagram.com/enamgranoth/
IL350108160000064308028
აქამდე
აკრილი ტილოზე, 130 x 143 სმ, 2025
EUR 1 300
მდგრადობის შედეგები
აკრილი და ზეთი ტილოზე, 100 x 100 სმ, 2026
EUR 1 650
ენამ გრანოთი (დ. 17 ნოემბერი, 2002, თელ-ავივი) არის თვითნასწავლი მხატვარი და გრაფიკოსი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ბერლინსა და პარიზს შორის და მუშაობს ძირითადად ზეთისა და აკრილის ტექნიკაში. მისი პრაქტიკა იკვლევს ცვალებად იდენტობებს გამოკვეთილი, სიურეალისტური კომპოზიციების მეშვეობით, სადაც განმეორებადი ფიგურები მრავალ როლს ირგებენ — იუმორის, ძალადობისა და სიმბოლური ნარატივის შერწყმით.
არტისტის განცხადება (Artist Statemet)
ენამ გრანოთი მუშაობს როგორც მხატვარი და გრაფიკოსი, ქმნის სიურრეალისტურ და ექსპრესიულ პეიზაჟებს, რომლებიც სავსეა ცოცხალი სცენებითა და
გამოკვეთილი ფერებით. მისი პრაქტიკა ვითარდება მნიშვნელობის ძიებად, გრაფიკული, თითქმის ბავშვური სიმბოლოების ენით — ერთდროულად უშუალო
და შემაშფოთებელი. თვითნასწავლი და შეგნებულად ავტონომიური მიდგომით, გრანოთი ქმნის განმეორებად ფიგურებს, რომლებიც ფრაგმენტულ ნარატივს მიანიშნებს: ერთი პერსონაჟი დაშლილი მრავალ იდენტობად და როლად. მისი იკონოგრაფია მოიცავს არქეტიპების ფართო სპექტრს — მეომრიდან და რელიგიური ფიგურიდან მსახურამდე და ლოთამდე — სადაც იუმორი და ძალადობა არასტაბილურ ბალანსში თანაარსებობს.
სიმბოლოების ამ ენით, მისი ნამუშევრები იკვლევს მიუღწევლის კოლექტიურ წყურვილს. მის ნარატიულ კომპოზიციებში ხშირად იკვეთება დაკარგულობის
მდგომარეობა: სუბიექტები ჩაძირულნი არიან მჭიდრო, ქაოტურ ველებში, რომლებიც ფრაგმენტული იდენტობებითა და მოუგვარებელი სურვილებით არის
სავსე. საბოლოოდ, გრანოთის პრაქტიკა ეხება ადამიანის როლებისა და ურთიერთობების ცვალებადობას — მათ, რომლებიც ეწინააღმდეგება, ირეკლავს ან
ამახინჯებს პირად გამოცდილებას.
პერსონალურიგამოფენები
• 2026 — „რადგან არ არსებობდა დეზები“ | ეთნოგრაფიული მუზეუმი – ფოლკ ჰაუსი პორაქიშვილი | თბილისი
• 2025 — „Napkin Drawings“ პერსონალური გამოფენა | Cassata Gallery, თელ-ავივი
ჯგუფურიგამოფენები
• 2024 — Descoverartists ჯგუფური გამოფენა | ჰიდრა, საბერძნეთი