სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
21 - 24 მაისი

ეკატერინე თოთლაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

https://www.instagram.com/_ekkaterine_

GE86BG0000000161919616

თბილისი

ერთადერთი მოწმე

ზეთის საღებავი ტილოზე, 120 x 100 სმ, 2026

EUR 1 600

მაგრამ რატომ

ზეთის საღებავი ტილოზე, 60.5 x 36 სმ, 2026

EUR 500

კოლაფსი

ზეთის საღებავი ტილოზე, 54 x 37 სმ, 2026

EUR 500

...სრულად taf-ის გამოფენაზე view_on_google_map

ეკატერინე თოთლაძე ქართველი ფიგურატიული მხატვარია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი შემოქმედება ძირითადად ფერწერას მოიცავს და იკვლევს ადამიანის შინაგან მდგომარეობას, ფსიქოლოგიურ სივრცეებსა და ემოციურ გამოცდილებებს.

მან განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (2019–2025) და ასევე სწავლობდა გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიაში (2023). მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მისი გამოფენები მოიცავს როგორც პერსონალურ პროექტებს, ისე საერთაშორისო პროგრამებსა და რეზიდენციებს, მათ შორის იტალიასა და პოლონეთში.

ეკატერინე თოთლაძე არის არაერთი პროექტისა და კონკურსის მონაწილე და პრიზიორი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია კერძო კოლექციებში და თანამედროვე ხელოვნების სივრცეებში.


არტისტის განცხადება (Artist Statement)

ეკატერინე თოთლაძე ქართველი ფიგურატიული მხატვარია. მისი ფერწერული პრაქტიკა იკვლევს ადამიანის შინაგან მდგომარეობასა და ფსიქოლოგიურ სივრცეებს. მის ნამუშევრებში ფიგურა და გარემო ქმნიან ერთიან ფსიქოლოგიურ ლანდშაფტს, სადაც სივრცე არ წარმოადგენს კონკრეტულ ადგილს, არამედ გარდაიქმნება შინაგანი განცდის ვიზუალურ გამოთქმად.

ის მუშაობს ზეთის ტექნიკაში, სადაც ფერწერული ზედაპირის მატერიალურობა და ფენის აგება ქმნის ინტენსიურ, ემოციურ ატმოსფეროს. ფიგურა ხშირად ჩართულია გარემოში ისე, რომ ზღვარი შიდა და გარე სამყაროს შორის იშლება, რაც წარმოქმნის ინტიმურ, გარდამავალ და ემოციურად დატვირთულ მდგომარეობებს.

TAF-თვის არჩეული ნამუშევრების სერია იკვლევს ადამიანის შინაგან სამყაროს და მის ურთიერთობას გარემოსთან.

ფიგურა და სივრცე ქმნიან ფსიქოლოგიურ ლანდშაფტს, სადაც რეალური ელემენტები გამოხატავენ ემოციურ მდგომარეობას.

აქ წარმოდგენილი პეიზაჟები არ გამოხატავენ კონკრეტული გეოგრაფიული ადგილის ილუსტრაციას, არამედ ისინი მოუთხრობენ ადამიანზე და მის მდგომარეობაზე მისგან დამოუკიდებლად

ნამუშევრები აჩვენებენ ინტიმურ, გარდამავალ მომენტებს, რომლებიც ვიზუალურად აცოცხლებენ ადამიანის შინაგან განცდას.


გამოფენები და პროექტები :

2024 – ბრიტანული კონკურსი "Golden time talent" - პირველი ადგილი (ფერწერა)

2024 - ჯგუფური გამოფენა ,, ცალკე სივრცე’’ ში

2023 - Spinaker course ,,Artist on the move” , გდანსკი , პოლონეთი

2023 - პერსონალური გამოფენა ,, თეთრი ხმაური’’ ( ,,ათინათი“ს საგამოფენო სივრცე )

„ ათინათი“ ს კონკურსის პრიზიორი

2022 - პროექტი „168” , რუსთავი

2022 - ჯგუფური გამოფენა „რა ფერია წითელი ”

2021 - ჯგუფური გამოფენა ,,ალუბალი მჭირდება ფიქრისთვის ”

2024 - “სპეც-ნაზი” (პერფორმანსი/ჯგუფური გამოფენა)

2024 - “უსათაუროდ” ჯგუფური გამოფენა როკო ირემაშვილის და ეკატერინე თოთლაძის. გალერეა ნოვო

2025 - “Re- Action” ჯგუფური გამოფენა, გალერეა ნოვო

2025 -”UNDERGROUND” Tolon Museum of modern art. კერძო კოლექცია.

რეზიდენციები :

2024 - ,, Lamigenolini “ , კომო , იტალია

ტოლონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ყირგიზეთი, კუნტუ - 2025

2025 - ჯგუფური გამოფენა „beyond” MOMA ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი