ბექა დვალი
https://www.instagram.com/dvali_beka?igsh=MWsycDczdXAwczhtbA==
GE09TB7588545061100008
უსათაურო
ზეთი ტილოზე, 230 × 170 სმ, 2025
EUR 2 500
ბექა დვალი არის არქიტექტორი და მხატვარი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველოში. სიურეალისტური ფერწერისადმი მისი გატაცება არა მხოლოდ მისი ხელოვნების გაზიარების სურვილს აძლიერებს, არამედ საფუძვლადაც უდევს მის არქიტექტურულ ნამუშევრებში ესთეტიკის განვითარებას. 2012 წელს მან დააარსა არქიტექტურული კომპანია და პარალელურად აქტიურად განავითარებს საკუთარ უნარებს ხელოვნების სფეროში.
ბექას ნამუშევრებს მიზანმიმართულად არ აქვს სათაურები: მისი შემოქმედების მთავარი მიზანია მაყურებელს მისცეს ინტერპრეტაციის სრული თავისუფლება, რომელიც ეფუძნება მისივე სუბიექტურ ქვეცნობიერს. მისი ნამუშევრების სიურეალისტური სიბნელე მომდინარეობს ადამიანის ღრმა ემოციებიდან და მიზნად ისახავს მაყურებლის გამოღვიძებას ყოველდღიური რუტინისგან, რათა მისი შინაგანი სამყაროს დაფარული კუთხეები ზედაპირზე ამოტივტივდეს.
არტისტის განცხადება (Artists Statement)
ბოლო ნამუშევრების სერია „სული“ ეხება სულის თემატიკას , რა პროცესებს გადის ადამიანი დაბადებიდან გარდაცვალებამდე და როგორია მისი სულიერი მდგომარეობა.
ვფიქრობ, რომ ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევნის გაკეთების საშუალება სიცოცხლის ბოლო წამამდე; სულ დავდივართ ბეწვის ხიდზე ბოროტებასა და სიკეთეს შორის. მჯერა, რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯები განაპირობებს ჩვენს სულიერ მდგომარეობას.
ნამუშევრებში ნაჩვენებია სხვადასხვა სცენა, სადაც ადამიანის არჩევანია წარმოდგენილი, სულის სხვადასხვა მდგომარეობა. ამ სერიით მინდოდა ადამიანებისთვის მენახებინა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში შეიძლება მოხვდეს ადამიანი, თუ ის არ გაიაზრებს, რომ ის არის სულიერი არსება, რომელსაც ხორცი აქვს შესხმული.
ვფიქრობ, შემოქმედების მიზანი უნდა იყოს ის, რომ ადამიანს დაანახოს ესა თუ ის რეალობა, მოახდინოს თუნდაც პატარა ცვლილება ,გააღვიძოს ემოციები, დააფიქროს, დაანახოს სხვა კუთხიდან ესა თუ ის მდგომარეობა, გააჩინოს მასში თუნდაც ნეგატიური ემოცია იმ მომენტში.
ვცხოვრობთ ისეთ დროში, სადაც ადამიანის ემოციებზე გამიზნულად მუშაობს გარე ფაქტორები, რათა ადამიანი იყოს უემოციო, მიჩვეული ნეგატივს, მაქსიმალურად დახშული გონებით და ემოციებით.
ვფიქრობ, რომ ხელოვნება ერთ-ერთი გზაა, რომელსაც შეუძლია ადამიანი გამოაღვიძოს სხვადასხვა მიმართულებით. ნამუშევარი ადამიანის გულს ეხება მაშინ, როდესაც არტისტი გულწრფელია შემოქმედების პროცესში.
გამოფენები
Mads Gallery / Interference – 14 თებერვალი, 2023
პირველი პერსონალური გამოფენა – 15 მარტი, 2024
Tbilisi Art Fair 2024 – 11 აპრილი, 2024
პერსონალური გამოფენა / Soul – 24 აპრილი, 2026