სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
21 - 24 მაისი

გალერეა „ვანდა“

გალერეა „ვანდა“

ტელ: +995599569971; +995 0322934286 

ელ-ფოსტაvandamujiri@gmail.comvandaart123@gmail.com  

ვებ-გვერდიwww.vandaart.gallery  

მისამართიდანიელ ჭონქაძის ქუჩა 14, თბილისი 

წარმოდგენილი ნამუშევრები

რიტა ხაჩატურიანი

უსათაურო

ქაღალდი, ნახშირი, 120 x 200 სმ, 2026 

კაკო თოფურია

წითელი ქარხანა

ტილო, ზეთი, 200 x 200 სმ, 2024 

კაკო თოფურია

მწეველი

ტილო, ზეთი, 130 x 97 სმ, 2026 

რიტა ხაჩატურიანი

უსათაურო

ქაღალდი, ნახშირი, 120 x 200 სმ, 2026 

რიტა ხაჩატურიანი

უსათაურო

ქაღალდი, ნახშირი, 120 x 200 სმ, 2026 

რიტა ხაჩატურიანი

უსათაურო

ქაღალდი, ნახშირი, 120 x 200 სმ, 2026 

რიტა ხაჩატურიანი

უსათაურო

 ქაღალდი, ნახშირი, 120 x 200 სმ, 2026 

რიტა ხაჩატურიანი

უსათაურო

 ქაღალდი, ნახშირი, 120 x 200 სმ, 2026 

...სრულად taf-ის გამოფენაზე view_on_google_map

გალერეა „ვანდა“, რომელიც ერთ-ერთი პირველი კერძო გალერეაა საქართველოში, 1993 წელს ვანდა და ალექსანდრე მუჯირების მიერ დაარსდა.

გახსნის დღიდან გალერეა „ვანდას“ უპირველესი მისია თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია და პროპაგანდაა, ასევე, ქართული არტ ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, რაც მას არცერთი ისტორიული გამოწვევის დადგომისას არ შეუწყვეტია.

დაარსების დღიდან გალერეა თანამშრომლობდა როგორც წამყვან, ცნობილ ხელოვანებთან, ასევე დამწყებ მხატვრებთან, რომლებიც დღეს ქართული თანამედროვე ხელოვნების გამორჩეული სახეები არიან.

გალერეა „ვანდა“ მრავალ ქართველ არტისტთან თანამშრომლობს, რომელთაგან რამდენიმეს ექსკლუზიურადაც წარადგენს. ასევე, აქტიურად მუშაობს უცხოელ ავტორებსა და გალერეებთან და ახალ პროექტებში მონაწილეობს. 1995 წლიდან დღემდე გალერეა აქტიურად წარადგენს ქართულ ხელოვნებას საერთაშორისო ასპარეზზე, მონაწილეობს მასშტაბურ არტ ფესტივალებსა და გამოფენებში.

გალერეის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა მხატვრების, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, ამიტომ ის დღემდე ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმად მიიჩნევა ბევრი დამწყები არტისტისათვის.

არსებობის 30 წლიან პერიოდში გალერეამ შვიდასამდე გამოფენას უმასპინძლა და დიდი გამოცდილება და ავტორიტიც მოიპოვა, როგორც ლოკალური მასშტაბით, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

გალერეას კერძო და კორპორატიული კოლექციების ფორმირების დიდი გამოცდილებაც აქვს.

გალერეა „ვანდა“ ყოველთვის საინტერესო კუთხით წარუდგენს ჩვენს საზოგადოებასა და უცხოელ სტუმრებს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას და მასში მიმდინარე პროცესებს.

მონაწილე არტისტები

2026 წლის TAF-ზე (Tbilisi Art Fair) გალერეა „ვანდა“ წარმოადგენს ორ ხელოვანს – კაკო თოფურიასა და რიტა ხაჩატურიანს.

ორივე მხატვრის შემოქმედება ფართოდ არის ცნობილი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათი ნამუშევრები გამორჩეულ ადგილს იკავებს მრავალი ქვეყნის კერძო და სამუზეუმო კოლექციებში.

რიტა ხაჩატურიანი თანამედროვე ქართველი მხატვარია, რომელიც ახალი თაობის მნიშვნელოვან წარმომადგენლად მიიჩნევა. მან 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს ქართულ და საერთაშორისო გამოფენებსა და არტ-პროექტებში.

მისი შემოქმედება ძირითადად ეგზისტენციალურ თემებს ეხება — სიცოცხლესა და სიკვდილს, შიშს, ადამიანის შინაგან ბუნებასა და სულიერ მდგომარეობას. რიტა ხაჩატურიანი მუშაობს დაზგურ მხატვრობაში, ქანდაკებასა და თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მედიუმში. მისი ნამუშევრები ხშირად სერიებადაა გაერთიანებული და კონკრეტული იდეის მრავალმხრივ კვლევას წარმოადგენს.

რიტა ხაჩატურიანის ქარალდზე ნახშირით შესრულებული დიდფორმატიანი, მონოქრომული ნამუშევრები და რამდენიმე მინიატიურა, რომლებიც TAF-ზე იქნება წარმოდგენილი მის შემოქმედებას სრულიად ახალი კუთხით წარმოგვიდგენს. მხატვარი ახალი ფორმებითა და გამომსახველობითი ენით მაყურებელთან განსაკუთრებულ ემოციურ კავშირს ამყარებს .

კაკო თოფურია 1960 წელს თბილისში დაიბადა. მან 1983 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. იგი ცხოვრობს და მუშაობს საფრანგეთსა და საქართველოში.

პროფესიით ხელოვნების ისტორიკოსის ცოდნა გამდიდრებულია ტრადიციული ქართული მონუმენტური ფერწერის, საქანდაკო პლასტიკის, ჭედურობის, მინანქრისა და კერამიკის დარგების ცოდნითაც.

კაკო თოფყრია ფერწერის, გრაფიკისა და ქანდაკების გარდა ინსტალაციებზეც მუშაობს.

მისი მხატვრობა ინტელექტუალური და ემოციურია – ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა მრავალშრიანი და სიღრმისეულია. პალიტრის განსაკუთრებული სიღრმე, ფერთა კონტრასტები, სიმბოლური მეტაფორები და პრიმიტივიზმის ელემენტები კაკოს ნამუშევრებს განსაკუთრებულ გამომსახველობას ანიჭებს. ტრადიციული ხედვა თანამედროვე არტის ენაზე გარდაიქმნება და ქმნის ემოციურად დატვირთულ ატმოსფეროს, რაც მის მხატვრობას დინამიკურს, ცოცხალსა და ადვილად ცნობადს ხდის.