სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
21 - 24 მაისი

Reach Art Visual

Reach Art Visual

ტელ: (+995)555551171; (+995)555376386 

ელ-ფოსტაreachart.visual@gmail.com  

ვებ-გვერდიhttps://reachartvisual.com/  

მისამართიახუნდოვის ქ. 5/12, თბილისი, 0105 

წარმოდგენილი ნამუშევრები

...სრულად taf-ის გამოფენაზე view_on_google_map

ანოტაცია

თბილისის ხელოვნების ბაზარზე(2026) რიჩარტ ვიზუალი კერძო კოლექციებთან დიალოგით  წარმოადგენს სამი ხელოვანს: ემა ზარ-ხუცი, გრეგორ დანელიანი და ლია ბაგრატიონი. ვიზუალური ქსოვილი ასახავს დროსა და სივრცეში „გაფანტულ ხელოვანებს“, რომლებსაც აერთიანებს  არტისტული მგრძნობელობა და ექსპრესია. ასევე საინტერესოა, თუ როგორ მთლიანდება სხვადასხვა ეროვნული-კულტურული კოდი, თაობა, არტისტიზმი და ერწყმის  ქართულ თანამედროვე ხელოვნებას. ლია ბაგრატიონის ადრეული და უცნობი ნამუშევრები, გრეგორ დანელიანის თბილისურ-სომხური იდენტობა და ემა ზარ-ხუცის(წარმოშობით უზბეკეთიდან) პრიმიტივისტულ-ფემინისტური ნიშნები, თითქოს შლის მიჯნას საბჭოეთსა და თანამედროვე ქართულ არტ სცენას შორის, რასაც ცხადყოფს მათი საგამოფენო დიალოგი თუ მთლიანობა.

მონაწილე არტისტები

ბიოგრაფიები

ემა ზარაფიშვილი-მურზინა ან ემა ზარ-ხუცი (1940-2012წწ.) დაიბადა უზბეკეთის ქალაქ იანგულში, შემდგომ ცხოვრობდა  ტომსკში. 1950-იან წლებში გადმოდის თბილისში საცხოვრებლად და აღმოჩნდება ქართველი მხატვრების გარემოცვაში. მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში მოდელად. ემას მეუღლე იყო საბჭოთა წიგნის გრაფიკოსი დიმიტრი ზარაფიშვილი, ხოლო მეორე მეუღლე-ასევე მხატვარი, ჯემალ ხუციშვილი, სწორედ ამიტომაც ემა მურზინას მოიხსენიებენ ორი დამატებითი გვარით- ზარაფიშვილი ან ხუციშვილი. ემა ზარ-ხუცი ხატვას იწყებს სენეჟში, დასვენების დროს, შემოქმედების სახლში 1967 წელს. 1969 წელს საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლში შედგა მისი პირველი პერსონალური გამოფენა. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კერძო კოლექციაში- საქართველო, რუსეთი, გერმანია.  ავტორია რუსული ლექსების კრებულის. ემა ზარ-ხუცის შემოქმედება, მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები იქმნებოდა  1960-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე. სტილურად ემას ხელოვნებას განაკუთვნებენ ნაივს, პრიმიტივზმს და „გარიყულთა ხელოვნებას“(outsider art).

გრეგორ დანელიანი დაიბადა 1950 წელს თბილისში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო სკოლა, სადაც ასწავლიდნენ შოთა და მარგარიტა მეტრეველები, რომელთა მასწავლებლებიც იყვნენ: ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვი, ევგენი ლანსერე და იოსებ შარლემანი. დანელიანი 1972 წელს მონაწილეობდა რესპუბლიკურ გამოფენაში. 1973 წელს დაამთავრა ერევნის სამხატვრო თეატრალური ინსტიტუტი, სადაც თავდაპირველად სწავლობდა სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტზე, შემდგომ გადავიდა ხალიჩის და გობელენის განყოფილებაზე აკოპ კეშიშიანთან. დანელიანმა ხალიჩების არაერთი პერსონალური  გამოფენა გამართა თბილისსა  და ერევანში. 1970-იანი წლებიდან აქტიურად იყო ჩართული შემოქმედებით პროცესებში. 1988 წელს „მხატვრის სახლში“, თბილისში, გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა.დანელიანის შემოქმედების სტილი იცვლებოდა ყოველ დეკადაში – 1965-1975 წლებშიეს იყო ექსპრესიონიზმი, პოპ-არტი(კოლაჟები), მონუმენტალიზმი; 1970-1980-იან წლებში– ლუჩიზმი, კუბიზმი, მეტაფიზიკური ფერწერა, ხოლო 1980-იანებიდან გარდცვალებამდე ქმნიდა მისტიკურ-ეზოთერულ, მედიტაციურ ფერწერას და ასახავდა ირაციონალიზმის, სულის ვიბრაციის  და  სინათლის, როგორც აბსოლუტის კვლევით საკითხებს. ამ საკითხებზე შექმნილ ნამუშევრებში ვენის სკოლის ფანტასტიკური რეალიზმის გამოძახილი ვლინდება. 


ლია ბაგრატიონი ქართველი მულტიმედია ხელოვანია, რომლის პრაქტიკა დროის, სივრცისა და მატერიალური ისტორიის საკითხებს იკვლევს. იგი ძირითადად მუშაობს თიხაზე, ასევე ინსტალაციებზე, ტექსტილზე, ფერწერასა და შერეულ მედიაზე, სადაც თითოეულ მედიუმს კონცეპტუალური კვლევის სივრცედ განიხილავს. თიხა ხელოვანისთვის ცენტრალური მასალაა და მის ნამუშევრებში მეხსიერების, არქეოლოგიური მინიშნებებისა და ისტორიული ფენების მატარებლად გვევლინება - ელემენტებად, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ლია ბაგრატიონის ვიზუალური ენისა და სტრუქტურის ფორმირებას.

ლია ბაგრატიონმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. იგი არის ჟენევაში დაფუძნებული კერამიკის საერთაშორისო აკადემიის (IAC) წევრი. ამჟამად მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად.