სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 14 აპრილი

Vanda Art Gallery

Vanda Art Gallery
Tbilisi,Georgia

ვებგვერდი: vandaart.gallery

ელ. ფოსტა: vandamujiri@gmail.com

მისამართი: 14 Chonkadze Str.

ტელეფონი: +995 32 293 42 86, +995 599 56 99 71

წარმოდგენილი ნამუშევრები

ალიმ რიჟინაშვილი

„კომპოზიცია #6“

 ტილო, აკრილი; 80 x 100 სმ. 2013 წელი. 

ალიმ რიჟინაშვილი

„კომპოზიცია #2“

 ტილო, აკრილი; 120 x 160 სმ. 2012 წელი.

ალიმ რიჟინაშვილი

„კომპოზიცია #7“

 ტილო, აკრილი; 100 x 150 სმ. 2012 წელი.

ალიმ რიჟინაშვილი

„კომპოზიცია #5“

 ტილო, აკრილი; 120 x 160 სმ. 2012 წელი 

ალიმ რიჟინაშვილი

„კომპოზიცია #4“

 ტილო, აკრილი; 120 x 160 სმ. 2014 წელი.

რიტა ხაჩატურიანი

„მცველი“ (დიპტიხი)

 ტილო, ზეთი; 220 x 130 სმ. 2024 წელი 

...სრულად taf-ის გამოფენაზე view_on_google_map

გალერეა „ვანდა“, რომელიც ერთ-ერთი პირველი კერძო გალერეაა საქართველოში,  1993 წელს ვანდა და ალექსანდრე მუჯირების მიერ დაარსდა.

გახსნის დღიდან გალერეა „ვანდას“ უპირველესი მისია თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია და პროპაგანდაა, ასევე, ქართული არტ ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, რაც მას არცერთი ისტორიული გამოწვევის დადგომისას არ შეუწყვეტია.

დაარსების დღიდან გალერეა თანამშრომლობდა როგორც წამყვან, ცნობილ ხელოვანებთან, ასევე დამწყებ მხატვრებთან, რომლებიც დღეს ქართული თანამედროვე ხელოვნების გამორჩეული სახეები არიან.

გალერეა „ვანდა“ მრავალ ქართველ არტისტთან თანამშრომლობს, რომელთაგან რამდენიმეს ექსკლუზიურადაც წარადგენს. ასევე, აქტიურად მუშაობს უცხოელ ავტორებსა და გალერეებთან და ახალ პროექტებში მონაწილეობს. 1995 წლიდან დღემდე გალერეა აქტიურად წარადგენს ქართულ ხელოვნებას საერთაშორისო ასპარეზზე, მონაწილეობს მასშტაბურ არტ ფესტივალებსა და გამოფენებში.

გალერეის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა მხატვრების, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, ამიტომ ის დღემდე ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმად მიიჩნევა ბევრი დამწყები არტისტისათვის.

არსებობის 30 წლიან პერიოდში გალერეამ შვიდასამდე გამოფენას უმასპინძლა და დიდი გამოცდილება და ავტორიტიც მოიპოვა, როგორც ლოკალური მასშტაბით, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

გალერეას კერძო და კორპორატიული კოლექციების ფორმირების დიდი გამოცდილებაც აქვს.

გალერეა „ვანდა“ ყოველთვის საინტერესო კუთხით წარუდგენს ჩვენს საზოგადოებასა და უცხოელ სტუმრებს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას და მასში მიმდინარე პროცესებს. 

მონაწილე არტისტები

გალერეა "ვანდა" წარმოადგენს მხატვრებს, როგორც გალერეების ასევე სახელოსნოს სექციაში.

გალერეების სექციაში წარმოდგენილი იქნება რიტა ხაჩატურიანის სრულიად ახალი ტილოები და გამორჩეული მხატვრის, ალიმ რიჟინაშვილის შემოქმედების ბოლო პერიოდში შექმნილი, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ფერწერული ნამუშევრები.

"სახელოსნოს" სექციაში კი გალერეა ახალგაზრდა მხატვრის, შაკო ხრიკულის ახალ ნამუშევრებს გამოფენს.