MYPH ფოტოგრაფიის ხელოვნების სკოლა
საგამოფენო ცენტრი
ა. წერეთლის 118
TAF განაგრძობს უკრაინის ფოტო-სცენის მხარდაჭერას და წარმოგიდგენთ 2018 წელს ფოტოგრაფ სერჰეი მელნიჩენკოს მიერ დაარსებული MYPH სკოლის 10 კურსდამთავრებულს. სკოლის მთავარი მიზანია არამხოლოდ განათლება, არამედ პროფესიონალურ წრეებში, ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებში, კურსდამთავრებულთა საქმიანობასა და პოპულარიზაციაში შემდგომი ხელშეწყობაა. MYPH-ს უკვე აქვს გამოქვეყნებული სტუდენტთა ფოტო-წიგნი, რომლის ნაწილიც TAF-ზე გამოიფინება. MYPH-ს ასევე აქვს გამოშვებული NFT კოლექცია 70-მდე ავტორის მონაწილეობით მთელი უკრაინის ტერიტორიიდან. გაყიდვებიდან მიღებული თანხის ნახევარი ეკუთვნით იმ არტისტებს, რომლებიც ომის პირობებში სამსახურის გარეშე დარჩნენ, ხოლო მეორე ნახევარი უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარების ფონდში ირიცხება (https://opensea.io/collection/myph). TAF-ისთვის შერჩეული არტისტები არიან: ქსენია პეტროვსკა, დიანა ფედორიაკა, ანა ჟუჰოვა, მარია ჰორშკოვა, ოქსანა ნევმერჟიცკა, ოლგა ჩეკოტოვსკა, ოლია კოვალი, ლადა სოლოვიოვა, ვოლოდიმირ დემკივი.