სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 13 აპრილი

TAF და ვიდეონალე

hidden
22-25
-
საგამოფენო ცენტრი, პავილიონი 3
ა. წერეთლის 118

ვიდეო ის მედიუმია, რომელიც გზას უხსნის არტისტული ექპრესიის მრავალფეროვნებას და გამოსახულების, საუნდისა და ტექსტის მეშვეობით ნარატივის აგების შესაძლებლობას იძლევა. იმ რთულ დროებაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ვიდეო ასევე წარმოადგენს იმ მედიუმს, რომელსაც აქვს უნარი შემოგვთავაზოს მსოფლიოს მრავალმხრივი და დატვირთული პერსპექტივები, რომელსაც გლობალური საზოგადოება იზიარებს და რომელიც უფრო და უფრო ფრაგმენტული, ტრავმატული ხდება კონფლიქტების, ომებისა და კრიზისის ფონზე.

პირველი კოლაბორაციისთვის, TAF და ვიდეონალე, წარადგენენ პროგრამას შვიდი საერთაშორისო ხელოვანის მონაწილებით. პროგრამა მიესალმება კრიზისის მიზეზ-შედეგობრიობაზე კრიტიკულ შეფასებასა და წარმოდგენებს –  როგორც გლობალურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. პროგრამა წარადგენს ვიქტორ ბრიმის, ზანი ბეგის &ოლივერ რესლერის, მაჰდი ფაიფელის, სტეფანი ლეგარდის, ჩანგ-ჯინ ლის, მონირა ალ ქადირისა და კონი უოლშის ნამუშევრებს.

ვიდეონალე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეო და time-based ხელოვნების ფესტივალია ევროპაში. ვიდეონალე დაარსდა 1984 წელს ბონში, გერმანიაში და ის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

ამბიციური საგამოფენო და საფესტივალო პროგრამით, ვიდეონალე წარმოადგენს არტისტულ პოზიციებს მიუხედავად წარმომავლობის, ასაკისა და მოძრავ გამოსახულებაში ესთეტიკური მიდგომებისა – მათ შორის ექსპერიმენტალურ ვიდეოს, დოკუმენტურ ფორმატს, პერფორმანს ვიდეოს, ანიმაციას, ვირტუალურ რეალობასა და ვიდეო-ინსტალაციას.