სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 14 აპრილი

ვირტუალურიგალერეა - აზერბაიჯანელი კურატორი, საბინ შიჰლინსკაია

hidden
22-25 September
-
საგამოფენო ცენტრი, პავილიონი 11
ა. წერეთლის 118

აზერბაიჯანელი კურატორი, საბინ შიჰლინსკაია, რომელმაც 2019 წელს გენდერული თანასწორობის თემაზე ფართომასშტაბიანი გამოფენა წარადგინა, TAF-ზე ახალი პროგრამით ბრუნდება. გამოფენა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ და ვირტუალურ პრეზენტაციებს, აქამდე არსად ყოფილა ნაჩვენები. Boyuk-Zire ვირტუალურიგალერეა(ნარგინის კუნძული) წარმოადგნეს ინსტალაციათა და პერფორმანსების ფოტო-დოკუმენტაციას, რომელთა კურატორებიც 2003 წელს, ოლეგს თილბერგი (ლატვია), ლადო ფოჩხუა (საქართველო) და ბეატრის მატეი (საფრანგეთი) იყვნენ. ყველა ფოტო სანან ალასკაროვის (აზერბაიჯანი) მიერაა გადაღებული. ხელოვანები ჩინგიზ ბაბაევი (აზერბაიჯანი), ჰუსეინ ჰაგვერდი (აზერბაიჯანი), გუგა კოტეტიშვილი (საქართველო), ეიმანტას ლუდავიჩუსი (ლიეტუვა) 2003 წელს ასევე მონაწილეობდნენ პროექტში, რომელსაც კუნძულიეწოდებოდა. 10 დღის განმავლობაში, პროექტის მონაწილეები კუნძულზე ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, რომ კუნძული დაუსახლებელია, იქ ისტორია და წარსული ეპოქების სული კარგად იგრძნობა.  უახლოეს მომავალში კუნძულის რეორგანიზაცია იგეგმება, რაც ისტორიის გაქრობასა და დავიწყებას გამოიწვევს. კურატორების საბინა შიჰლინსკაიასა (აზერბაიჯანი) და ქეთევან კორძახიას (საქართველო) იდეის მიხედვით, მთავარი კუნძულზე დაკვირვება და მისი წარსულის კინო ან ფოტო-ფირზე აღბეჭდვა იყო, რათა კუნძულის არსის გაზიარება სხვა ადამიანებისთვისაც გამხდარიყო შესაძლებელი.