ჯულიეტა რობაქიძე, თორნიკე რობაქიძე და თამარ ნადირაძე
24 September
16:00 - 22:00
გალერეა 4710 თავის სივრცეს ჯულიეტა და თორნიკე რობაქიძეების ერთობლივი გამოფენით გახსნის. თორნიკე ახალგაზრდა მხატვარია, რომელთან თანამშრომლობაც გალერეამ 2019 წელს დაიწყო. ჯულიეტა თორნიკეს ბებია, თვითნასწავლი აუთსაიდერი ხელოვანია, რომელიც საკუთარი სამყაროს შესაქმნელად სხვადასხვა მასალას (ფანქარი, გუაში, აკვარელი) იყენებს. ჯულიეტამ ხატვა გასულ წელს, 94 წლის ასაკში დაიწყო და ახლა უკვე კერძო კოლექციების ნაწილია საქართველოში, აშშ-ში. ეს გამოფენა მისი პირველი საგამოფენო გამოცდილებაა.