სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 14 აპრილი

ანნა კ.ე. REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation...

hidden
23 September 31 October
16:00 - 19:00
ტეცი
დოდო აბაშიძის 10

Project Art Beat გამოფენს ხელოვან ანნა კ.ე.-ს ფართომასშტაბიან არქიტექტურულ, environmental ინსტალაციას სახელწოდებით RE- ARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation... (2019), რომლითაც არტისტმა საქართველო 58-ე ვენეციის ბიენალეზე წარადგინა. პროექტი თავს უყრის ავტორის პრაქტიკის მთავარ მოტივებს; ვიდეოს, ქანდაკებას, პერფორმანსს, ჩანახატებს, ინსტალაციას. კ.ე.-ს, რომელიც კლასიკურ ბალეტს პროფესიულად სწავლობდა, სივრცეში სხეულის მოძრაობის ზუსტი განცდის უნარი აქვს. სწორედ ამიტომ, მისი შემოქმედების თანმდევ არქიტექტურას ქორეოგრაფიული ელემენტები ახასიათებს, რაც მნახველს მისი ინსტალაციების შიგნიდან აღქმის საშუალებას აძლევს. ანნას თავშესაქცევ ვიდეოებში მისივე სხეული პროტაგონისტის როლში, ზოგჯერ შეზღუდულ, დაღრანჯულ ან იზოლირებულ არსებად გვევლინება, ხშირად კი ჩვენს ხორციელ და ციფრულ არსებობას შორის, მზარდ ურთიერთდამოკიდებულებაზე მიგვითითებს. თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელი აბსურდული და ამავე დროს მტკივნეული ალეგორიები; კ.ე.-ს შემოქმედება არაორდინალურ აღქმებზე ყურადღების გამახვილებისკენ გვიბიძგებს და ერთი შეხედვით ერთმანეთთან შეუფერებელი ცნებების თანაარსებობას ააშკარავებს. ანნა კ.ე. (დაბ. 1986 წ. თბილისში), ცხოვრობს და მუშაობს ნიუ იორკსა და ბერლინში. მისი ბოლოდროინდელი გამოფენები ითვლის ქუინსის მუზეუმს, the MoCA (სანტა ბარბარა), MoCA (ატლანტა); Renaissance Society (ჩიკაგო); The Manhaimer Kunstverein. სახვითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი ანნამ დუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში 2010 წელს მოიპოვა.

აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელია მარგო ნორტონი, ნიუ იორკის New Museum-ის კურატორი, სადაც მას ისეთ ხელოვანებთან უმუშავია, როგორებიც არიან ლორ პრუვუ, პიპილოტტი რისტი, ანრი სალა და სხვები; ფლობს კოლუმბიის უნივერსიტეტის კურატორის მაგისტრის ხარისხს.