სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 14 აპრილი

"ნიღბის აღსარება" - ფლორიან მაიზენბერგი

hidden
16 September 6 November
12:00 - 22:00
ე.ა საგამოფენო სივრცე
პ. ინგოროყვას 10/2, თბილისი

ე.ა საგამოფენო სივრცე, კურატორ ელენე აბაშიძის მიერ დაფუძნებული გალერეა, წარადგენს ნიღბის აღსარებას - ფლორიან მაიზენბერგის პირველ სოლო გამოფენას საქართველოში. ნიღბის აღსარება ავტორის ფერწერისა და ძაფის ქანდაკების ნამუშევრების სერიას აჩვენებს, რომელთა უმრავლესობაც ამ ზაფხულს, გალერეის სივრცეში შეიქმნა, და რომლებიც ნამდვილისა და ვირტუალურის, ფიზიკურისა და ციფრული რეალობების ურთიერთკავშირს გამოკვლევას ცდილობს. 

ფლორიან მაიზენბერგი 1980 წელს დაიბადა. სახვითი ხელოვნება დუსელდორფის სახელოვნებო აკადემიაში, პიტერ დოიგთან შეისწავლა; მონაწილეობდა მრავალ გამოფენაში, მათ შორის არის: სიმონ სუბალის გალერეა (ნიუ იორკი); Kate Mac-Garry (ლონდონი); Wentrup გალერეა (ბერლინი); Avskarl (კოპენჰაგენი); Mendes Wood (სან-პაულო); Kölnischer Kunstverein (კიოლნი); Kassel- er Kunstverein (კასელი); ICA (ფილადელფია); Schirn Kunsthalle (ფრანკფურტი); ჰენი ონსტადის ხელოვნების ცენტრი (ოსლო); Bundestkunsthalle (ბონი); Kunstpalais (ერლანგენი); Deichtorhallen (ჰამბურგი); ქუინსის სახელოვნებო მუზეუმი (ნიუ იორკი); Boros Collection II (ბერლინი); Zabludowicz Collection (ლონდონი); Kunstparteree (მუნხენი).

ხელოვანი ცხოვრობს და მუშაობს ქალაქ ნიუ იორკში.