Novo
ელ.ფოსტა: artgallerynovo@gmail.com
მისამართი: Tbilisi, Simon Janashia street 13
ტელეფონი: 599 601 010
მონაწილე არტისტები
ილია ბალავაძე
ფერმწერი ,გრაფიკოსი
1994 წელს დაამთავრა თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია. მას შემდეგ, 2015 წლამდე ის მუშაობდა საეკლესიო მონუმენტური მხატვრობის მიმართულებით. 2015 წლიდან ის დაზგურ (საერო) ფერწერაში მუშაობს. ეკლესიის მხატვრობამ მას ძლიერი ნებისყოფა და საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოუყალიბა. ის ბევრს მუშაობს, არ უშინდება ექსპერიმენტებს , მუდმივად ცვლის მედიებს, მასალას, ფაქტურას, თამამია სტილის და სიუჟეტების შერჩევისას. ქმნის მრავალრიცხვოვან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სერიებს. მსოფლიო კულტურით ინსპირირებულ მის მხატვრულ სახეებს შინაგანი დინამიურობა და ძლიერი ემოციური გამომსახველობა ახასიათებთ. შემოქმედებითი ფანტაზია და მაღალ მხატვრული ოსტატობა მისი ნამუშერების განსაკუთრებულობას განსაზღვრავს.
თინათინ ცხადაძე
ფერმწერი, გრაფიკოსი,ილუსტრატორი
90-იანელთა თაობის წარმომადგენელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ფერწერის სპეციალობით. 2017 წლიდან ის იწყებს ,,ქართული მუქი“ (Georgian Dark) -ის სერიაზე მუშაობას. ეს არის ძალზე გამომსახველი მხატვრული სახეების გალერეა, რომლის მთავარი თემაა- განზოგადებული, აბსტრაგირებული ისტორიები ქართველ ქალებზე, მათი ხასიათის დაფარული მხარეების კვლევა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სერიის უნიკალურობას ყველაზე მეტად, ქართული ეთნო ტიპაჟისადმი ძალიან რაფინირებული დამოკიდებულება წარმოადგენს. ამ თემასთან შეჭიდების სირთულეს მხატვარი არა თუ მშენივრად ართმევს თავს , არამედ ყოველ ჯერზე მის განსაკუთრებულობას და ამოუწურვადობას გვიმტკიცებს. მხატვრის ოსტატობა, ზომიერება და ხედვის ფართო დიაპაზონი ცხადაძის პერსონაჟების განუმეორებლობას და მაღალ მხატვრულობას განსაზღვრავს.
,,ქართული მუქის“ სერია უდავოდ მხატვრის სავიზიტო ბარათად იქცა.