სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 14 აპრილი

გალერეა „ვერნისაჟი“

გალერეა „ვერნისაჟი“
Tbilisi,Georgia

ელ.ფოსტა: vernissage27@gmail.com

მისამართი: 36 Shota Rustaveli Ave.

ტელეფონი: 551220526


წარმოდგენილი ნამუშევრები

...სრულად taf-ის გამოფენაზე view_on_google_map

კინომხატვრობა ჩვეულებრივი მხატვრობისაგან განსხვავებულია, მოითხოვს სულ სხვა ხედვას, სპეციფიკის ცოდნას, კინომატოგრაფიულ აზროვნებას, ფილმის ვიზუალური მხარის შექმნას. ჩვენი ამოცანაა საზოგადოებას გავაცნოთ ქართული კინოს მხატვარი სერაპიონ ვაწაძე, რომელიც 1929 წლიდან 1966 წლამდე ემსახურებოდა კინოხელოვნებას.

     სერაპიონ ვაწაძის გრაფიკული ჩანახატები (1930-60-იანი წწ.), რომელსაც ჩვენ წარმოგიდგენთ შავ- თეთრ ფერებზეა აგებული, მასში ნაკლებ როლს თამაშობს ფერადოვნება. ჩანახატებში მხატვარი თავის წამიერ შთაბეჭდილებას აფიქსირებს. ეს განწყობა არის უხილავი, უწყვეტი ძაფი კინოსა და მხატვრობას შორის, ძველი ფილმების პალიტრა.

     საინტერესოა ის ფაქტი, რომ მასალა, რომელსაც სერაპიონ ვაწაძე იყენებს - ქაღალდი, ეს გახლავთ ძირითადად  საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი სცენარები. არ არის გამორიცხული, რომ სცენარების ფრაზები და სიტყვები შეიძლება ყოფილიყო ინსპირაცია.

გალერეა „ვერნისაჟი“

მონაწილე არტისტები

მსმენია, რომ ოდესღაც, უხსოვარ დროს, როცა ხელნაწერი ძვირად ფასობდა, გადამწერები და მხატვრები სხვების ნაწერს და ნახატს თავისას აწერდნენ და ახატავდნენ, და ასე იქმნებოდა პალიმფსესტები, რომლებზეც ბევრი მიფიქრია თუ მიოცნებია, არც ვიცი, ამას რა ჰქვია, ძალიან სასიამოვნო კი იყო ეს ოცნება თუ ფიქრი.

ძალიან სასიამოვნოა ფიქრი ყურმოკრულ ან თვალმოკრულ დიალოგზე - არც დასაწყისი ვიცი ამბისა, არც დასასრული, და შემიძლია ვიფიქრო და ის მოვიფიქრო, რაც გამიხარდება: თავგადასავალი, საიდუმლო, სიყვარულის ამბავი.

მსმენია, რომ არასოდეს არაფერი ქრება და არასოდეს არაფერი იკარგება, რომ სადღაც ან ოდესმე აუცილებლად გამოჩნდება ის, რაც ჩემნაირმა ან ჩემზე კარგმა გააკეთა, და თუნდაც მის გაკეთებულს სხვისი გაკეთებული გადაეფაროს, თუნდაც მისი ნაფიქრის მხოლოდ ნაწყვეტისთვის შეიძლებოდეს თვალის შევლება, ის არსად დაკარგულა, ის, ვიღაც, ჩემნაირი ან ჩემზე კარგი, და მასზე ფიქრი გაუთავებლად შეიძლება, ფიქრი იმაზე, რომ ეს თითქოს გამოუსადეგარი, არაფრისმომცემი სიტყვები ვიღაცის ნაფიქრია, ვიღაცამ დაწერა, ვიღაცამ წარმოთქვა, და ეს ნათქვამი ვიღაცას სულშიჩამწვდომად მიაჩნდა, ვიღაცას, ჩემნაირს ან ჩემზე კარგს. 

ეს სიტყვები მეც მსმენია, ოდესღაც, რომელიღაც ძველ ფილმში, და ეს ხალხიც მინახავს, ხორცშესხმული, შავ-თეთრად მოციმციმე ეკრანზე, ოღონდ ვინ რა თქვა, ვინ ვინ იყო - ვერ ვხვდები, არ მახსოვს, და, მე მგონი, სწორია ასე.

მთავარია, რომ ძალიან მომწონს ეს სიტყვები - და ქალები და კაცები, რომლებიც ოდესღაც, ვიღაცის მიერ ფუჭად მიჩნეულ ფურცლებზე დგანან, სხედან, ხარობენ, დარდობენ, და შემიძლია ძალიან ბევრი და სიამოვნებით ვიფიქრო იმის შესახებ, რა არის ეს ფურცლები: პალიმფსესტი თუ, უბრალოდ, ხუმრობა. 

ანა კორძაია-სამადაშვილი