ტატო ახალკაციშვილი
https://www.instagram.com/tato.akhalkatsishvili/
უსათაურო
ზეთი ტილოზე, 32 × 48 სმ, 2025
EUR 1,800
უსათაურო
ზეთი ტილოზე, 40 × 50 სმ, 2026
EUR 2,200
უსათაურო
ზეთი ტილოზე, 40 × 50 სმ, 2026
EUR 2,200
შუადღე
აკვარელი, გუაში ქაღალდზე, 45 × 63 სმ, 2026
EUR 2,200
შროშანის ტბორი
აკვარელი, გუაში ქაღალდზე, 63 × 45 სმ, 2026
EUR 2,200
ტბორი
აკვარელი, გუაში ქაღალდზე, 32 × 46 სმ, 2026
EUR 1,800
საღამოს ტბორი
აკვარელი, გუაში ქაღალდზე, 32 × 46 სმ, 2026
EUR 1,800
დილას ნათებები
აკვარელი, გუაში ქაღალდზე, 46 × 32 სმ, 2026
EUR 1,800
ნათებები
აკვარელი, გუაში ქაღალდზე, 46 × 32 სმ, 2026
EUR 1,800
უსათაურო
აკვარელი, მელანი ქაღალდზე, 31 × 23 სმ, 2021
EUR 1,500
უსათაურო
აკვარელი, მელანი ქაღალდზე, 31 × 23 სმ, 2022
EUR 1,500
უსათაურო
გუაში ქაღალდზე, 30 × 25 სმ, 2021
EUR 1,500
უსათაურო
გუაში ქაღალდზე, 30 × 25 სმ, 2021
EUR 1,500
ტატო ახალკაციშვილი დაიბადა 1979 წელს, თბილისში. ქართველი თანამედროვე მხატვარი.
ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. 1996–2003 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2003 წლიდან იგი აქტიურად არის ჩართული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საგამოფენო სივრცეში. მისი ნამუშევრები გამოფენილია ევროპაში, იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2003–2007 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში. 1999 წელს მონაწილეობდა სანქტ-პეტერბურგის საზაფხულო სკოლაში, ხოლო 2004–2006 წლებში იყო შემოქმედებითი გაერთიანების „Figurative Art Studio“-ს წევრი. ახალკაციშვილის ნამუშევრები წარმოდგენილია არაერთ მნიშვნელოვან ჯგუფურ და პერსონალურ პროექტში, მათ შორის საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტებში (2013, 2016, 2017, 2021). მისი 22 ნამუშევარი დაცულია საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივ კოლექციაში. ასევე მონაწილეობდა საერთაშორისო მნიშვნელობის არტბაზრობებსა და გამოფენებში, როგორიცაა: START Art Fair Saatchi Gallery, ლონდონი, 2015, Vienna Contemporary 2017. Art Genève 2018 და Art Dubai. 2018
2022 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნულ გალერეაში გაიმართა მისი მასშტაბური პერსონალური გამოფენა Eccentric Traveler (კურატორი: ხათუნა ხაბულიანი; მხარდამჭერი: ATINATI Foundation). 2025 წელს საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმში მოეწყო მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოფენა C(K)ronos (კურატორი: კონსტანტინ ბოლქვაძე).
მის მულტიმედიურ ინსტალაციებსა და ნახატებში, სადაც მისტიკური და სიურეალისტური პეიზაჟები ერწყმიან ერთმანეთს, მხატვარი ცდილობს გადმოსცეს საკუთარი ტრანსცენდენტული განცდები და ფსიქოლოგიური მდგომარეობები. ეს მდგომარეობები ვითარდება ეგზისტენციალური საკითხების შინაგან გადაფასებასთან, ინდივიდის ზრდასთან და მის ფორმირებასთან კულტურულ, გეოპოლიტიკურ და ისტორიულ კონტექსტებში. მის ძირითად სააზროვნო სივრცეს წარმოადგენს ისტორიისა და პირადი მოგონების კვეთა.