სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
21 - 24 მაისი

გელა პატიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

https://www.instagram.com/patiachvili/

თბილისი

სამეფო

ტილო, ზეთი, 163 × 150 სმ, 2020

EUR 10 000

...სრულად taf-ის გამოფენაზე view_on_google_map

გელა პატიაშვილი, დაბადებული თბილისში 1964 წელს, ხელოვნებაში მომიჯნე თუ განსხვავებულ მიმართულებებს მიჰყვებოდა. ეს იყო თეატრი, ანიმაცია, ლიტერატურული ტექსტები, ხანდახან ჟურნალისტიკაც. ხატვის მიმართ კი იგი უწყვეტ კავშირში იყო, სწორად რომ ვთვათ მისი უერთგულესი მეგობარი გახდა.

მისმა ცხოვრებამ, ისევე როგორც კარიერამ საფრანგეთზე გაიარა, სადაც 30 წელი დაჰყო, მრავალი გამოფენითა და პროექტით, სანამ საქართველოში თვითონვე არ დააბრუნა თავისივე ძირითდი შემოქმედებთი ადგილი: სახელოსნო და უნივერსიტეტები, სადაც ის ანიმაციური კინოს ხელოვნებას ასწავლის. ასევე სადისკუსიო პანელებს აწყობს ხელოვნებათმცოდნეებთნ და სხვა მხატვრებთნ.

როგორც თვითონ ამბობს, თბილისმა მას ახალგაზრდული სილაღე დაუბრუნა, სადაც სრული და უკანმოუხედავი თვისუფლება დასაშვებია, სადაც  "ყველაფერი" ისევ წინაა და კეთებას, როგორც ასეთს,  ყველასთვის სარგებელი მოაქვს.


რატომ ძაღლები?

ფსიქოლოგიური, სოციალური ან სულიერი სიუჟეტებით ინსპირირებულ მიზანსცენებში ჩემმა ძაღლებმა, თავიანთი შეუნიღბავი ემოციურობით შეძლეს სწორად და უდანაკარგოდ გადმოეცათ ადამიანური და არაადამიანური ბუნება. სცენაზე გვყავს ბოროტი და კეთილი, მჩაგვრელი და ჩაგრული, ბედნიერი და უბედური, აგრესიულიც კი. ანგელოზებიც გვყავს, ნამდვილი და ნუ გაგიკვირდებათ, ხელოვნურიც.

აქ ძაღლები უჩვეულოდ, მაგრამ თითქოს უკეთაც კი გადმოსცემენ ადამიანის ემოციებს, ვიდრე თვით ადამიანები.

ნამუშევარში „სამეფო” - იერარქიის მაღალი რანგის უზენაესობას უსვამს ხაზს, ასევე სისხლის სიწმინდეს, შესაბამისად, საზოგადოების ქვედა ფენების მძიმე შეუგუებლობას, არასრულყოფილების კომპლექსს,  პირფერობას, პროტესტსა და ბანალურ აგრესიას. თითქმის ფრესკულ გარემოში მოხვედრილი პერსონაჟები მოკლებულნი არიან გრავიტაციას, თითქოს მსოფლიო მიზიდულობის კანონი მათზე არ მოქმედებდეს.


სწავლა და პროფესიული საქმიანობა


1986 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
1992-1993 - სორბონა, ხელოვნების ისტორია, თავისუფალი მსმენელი, პარიზი, საფრანგეთი
1995 - ნორბერ ჟურნოს სახელოსნო, დეკორატორი, პარიზი, საფრანგეთი
1996 - კლაველის საბავშვო თეატრი, დეკორატორი, პარიზი, საფრანგეთი
1996-1997 - ანიმაციური სტუდია Saban Int., დეკორატორი, პარიზი, საფრანგეთი
1997-1998 - ანიმაციური სტუდია Gaumont, დეკორატორი, პარიზი, საფრანგეთი
1998 - Arsirpo Film École, კინორეჟისურის სტაჟირება, პარიზი, საფრანგეთი
1998-1999 - ანიმაციური სტუდია Saban Int., დეკორატორი, პარიზი, საფრანგეთი
2001 - ანიმაციური სტუდია Dargaud Marina, არტ დირექტორი, პარიზი, საფრანგეთი
2002 - ანიმაციური სტუდია Milleimage, დეკორატორი, პარიზი, საფრანგეთი
2017-2025 - თავისუფალი უნივერსიტეტი, VAADS, ანიმაციური ფილმის პროფესორი, თბილისი, საქართველო
2022-2025 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დიზაინის საერთაშორისო სკოლა, ანიმაციური ფილმის პროფესორი, თბილისი, საქართველო


ანიმაცია, კინო, რეკლამა

1989 - “Guardians of Grail”, მარჯანიშვილის თეატრი, თბილისი, საქართველო, სცენოგრაფი
1995 - “Futuroscope” - კინოს 100 წელი, კინოს პავილიონი, სცენოგრაფი, პუატიე, საფრანგეთი
1996 - “Why-Why-Family”, ანიმაციური სერიალი, ფონების დიზაინერი, Studio Saban Int., პარიზი, საფრანგეთი
https://www.youtube.com/watch?v=8Q0MWW2oTjU
1996 - “Beauties”, კლაველის საბავშვო თეატრი, არტ დირექტორი, პარიზი, საფრანგეთი
1996 - “L’air du temps”, Nina Ricci, რეკლამა, სცენოგრაფი, პარიზი, საფრანგეთი
https://www.youtube.com/watch?v=gnA_QyNMgB0
1997 - “Le Magicien”, ანიმაციური სერიალი, ფონების დიზაინერი, Studio Gaumont Int., პარიზი, საფრანგეთი
1997 - “Oggi et les cafards”, ანიმაციური სერიალი, ფონების დიზაინერი, Studio Gaumont Int., პარიზი, საფრანგეთი
https://www.youtube.com/watch?v=PKiiu93YR2Q&ab_channel=OGGY
1997 - “Oliver Twist”, ანიმაციური სერიალი, ფონების დიზაინერი, Studio Saban Int., პარიზი, საფრანგეთი
https://www.youtube.com/watch?v=Jgmqv8YywVQ
1997 - “Chapacan”, ოლიას ბარკოს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სცენარის ავტორი, Canal+, პარიზი, საფრანგეთი
https://www.youtube.com/watch?v=uDJg5YnV3Qs
1997 - “Hermes”, გამოფენა, პირველი ასისტენტი, ჰილტონ მაკ კონიკოს სცენოგრაფია, პარიზი, საფრანგეთი
1998 - “Diabolik”, ანიმაციური სერიალი, ფონების დიზაინერი, Studio Saban Int., პარიზი, საფრანგეთი
https://www.youtube.com/watch?v=Sr1GPHoBWWU
1998 - “Cuisine Chinoise”, ფრედერიკ ფედერის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, არტ დირექტორი, პარიზი, საფრანგეთი
https://www.youtube.com/watch?v=3m_PkTPwNcM
1998 - “Hermes”, გამოფენა, რეჟისორ ჰილტონ მაკ კონიკოს პირველი ასისტენტი, პარიზი, საფრანგეთი
1998 - “Hope”, ჰილტონ მაკ კონიკოს ფილმი, პირველი ასისტენტი, Claude Delon Production, პარიზი, საფრანგეთი
2000 - “Les Fils de Rome”, ანიმაციური სერიალი, ფონების მთავარი მხატვარი, Studio Gaumont Int., პარიზი, საფრანგეთი
2001 - “Père Noël est Sans Rancune”, საშობაო ანიმაციური ზღაპარი, ჟან პიერ ჟაკეს ფილმი, Studio Dargaud-Marina, პარიზი, საფრანგეთი
http://www.ina.fr/video/VDD13009447
2002 - “Tee-Bee”, ანიმაციური სერიალი, განვითარება, Waaw Studio, პარიზი, საფრანგეთი
2002 - “Pitt & Kantrop”, ქსავიე ჯაკომეტის ანიმაციური სერიალი, განვითარება, Studio Milleimage, პარიზი, საფრანგეთი
https://www.youtube.com/watch?v=pLiBKUbx16o
2002 - “Les Enfants du Feu”, ანიმაციური სერიალი, წარმოების მენეჯერი, Studio Millimage, პარიზი, საფრანგეთი / Borisfen, კიევი, უკრაინა
https://www.youtube.com/watch?v=EittSDNT4yM
2002 - “Famille Carotte”, ანიმაციური სერიალი, გრაფიკული და ლიტერატურული კონცეფციის ავტორი, Dargaud-Marina, პარიზი, საფრანგეთი
2003 - “King of Versailles”, ანიმაციური სერიალი, გრაფიკული კონცეფციის ავტორი, 2D/3D Animation Studio, ანგულემი, საფრანგეთი
2006 - “Test of America”, იეფიმ გრიბოვის ფილმი, არტ დირექტორი, Kaviar Film, ნიუ-იორკი, აშშ
2011 - “Adremalinas”, რეკლამის ფესტივალი, ჟიურის წევრი, ვილნიუსი, ლიეტუვა
2012-2014 - საქართველოს კინოცენტრი, ჟიურის წევრი, თბილისი, საქართველო


გამოფენები

პერსონალური გამოფენები

1994 - Black & White, Galerie Brischler, პარიზი
1995 - Animal, Galerie Europa, პარიზი
2003 - Painting, Galerie A Comme Art, პარიზი
2013 - Dog Portrait, Galerie Mila, ძველი ნიცა
2013 - Pyramides, ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი
2015 - Patiachvili, Angel Art Gallery, ანდორა ლა ველია, ანდორა
2017 - Color Color, Galerie Marlier, ნიცა
2018 - Home Sweet Home, გამრეკელის გალერეა, თბილისი
2018 - Blowing, Savickas Gallery, ვილნიუსი
2019 - Post History and the Hats, Vere Gallery, თბილისი
2020 - Where Is Our Place, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი
2022 - Forms of Life, Katara Art Village, დოჰა, კატარი
2022 - Where Is Our Place, უსახლკარო ძაღლების სკულპტურული ინსტალაცია, ვასო გოძიაშვილის პარკი, თბილისი, საქართველო
2023 - We, Survivors, საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი
2025 - პერსონალური გამოფენა, Heartgalerie, პარიზი
2025 - პერსონალური გამოფენა, Ambassadori-ის საგამოფენო დარბაზი, კაჭრეთი, საქართველო

ჯგუფური გამოფენები

1988 - Avant Garde of the 80s, ქარვასლა, თბილისი
1989 - Red & White, ვარშავა, ამსტერდამი, ბერნი, ბერლინი
1989 - Avant Garde of the 20th-80th, Moscovskaya Palitra, მოსკოვი, მინსკი
1989 - New Position, თბილისი
1989 - Second Collection, Gallery Museum Mars, მოსკოვი
1990 - Logic of the Paradox, ახალგაზრდობის სასახლე, მოსკოვი
1990 - New Figurations, Galerie Christine Colas, პარიზი
1990 - Furmanny in Factory, კასელი, გერმანია
1990 - Furmanny Artists, ლიმბურგი, გერმანია
1990 - Soviet Avant Garde, ბუენოს აირესის მუზეუმი, არგენტინა
1990 - Avant Garde, მალაია გრუზინსკაია, მოსკოვი, რუსეთი
1991 - Two Men Show, Tchernikova-Patiachvili, ჰააგა, ნიდერლანდები
1991 - Moscow-Leningrad-Tbilisi, ანჟე, საფრანგეთი
1993 - Renc’Art, ორლეანი, საფრანგეთი
1994 - No! and the Conformists, ვარშავის ეროვნული მუზეუმი
2000 - Intart, Upstate Museum, ნიუ-იორკი
2004 - Extraordinary Portraits, Galerie Mimi Fertz, ნიუ-იორკი
2008 - Georgian Art, შატო დე პუატიე
2009 - Private Collection, Espace Escofet-Miro, პარიზი
2010 - Artisterium, თბილისი
2012 - Tales of Charles Perrault, Atelier Loire, შარტრი, საფრანგეთი
2013 - Art Moscow, მოსკოვი
2014 - Typewriters and Other Wonders of the World, Galerie Kyria, ნიცა, საფრანგეთი
2015 - Portraits, Espace Angelina Pisanu, კანი, საფრანგეთი
2016 - Entre les Lignes, La Galerie, ნიცა
2017 - Paysages Urbains, Cloître des Billettes, პარიზი
2017 - Post Human, Maison de France, მონაკო
2018 - Lagidze Waters and Georgian Artists, ეროვნული გალერეა, თბილისი
2018 - Field of Harmony and Agitation, საქართველოს საელჩო, ნიუ-იორკი
2019 - Print Festival, MOMA Tbilisi
2019 - Anatomy of Existence, Art Tent Tbilisi
2020 - CovidArt, Galerie l’Entrepôt, მონაკო
2020 - Ireal Reality, MOMA Tbilisi
2021 - La Force du Détail, მონაკო
2021 - Back Stage, MOMA, თბილისი, საქართველო
2022 - Katara Art Festival, დოჰა, კატარი
2023 - What Is a Color of Europe, 9 Gallery, თბილისი, საქართველო
2023 - Self Portrait in Mirror, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო
2024 - Behind, MOMA, თბილისი, საქართველო
2026 - ვენეციის ბიენალე, საქართველოს პავილიონი, ვენეცია

პუბლიკაციები
2010 - “Finger in the Bottle”, რომანი, ათი მოთხრობა, Moulin de P, პარიზი, Diogene Publishing
2012 - “Syndicat”, რომანი, Moulin de P, პარიზი, საფრანგეთი
2013 - “Forty Days of Colonel”, რომანი, Moulin de P, პარიზი, Petrili Imprimeria, ვენტიმილია, იტალია
2014 - “Rotation Island”, რომანი, Moulin de P, პარიზი, Petrili Imprimeria, ვენტიმილია, იტალია
2018 - “Hats”, ილუსტრირებული წიგნი, Moulin de P, პარიზი, Petrili Imprimeria, ვენტიმილია, იტალია
2020 - “Where Is Our Place”, საგამოფენო წიგნი, საფრანგეთის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო
2023 - “We, Survivors”, საგამოფენო წიგნი, თბილისი
2026 - “Glocken im Sturm”, ქართული ლიტერატურა 1801-1940, ყდის ავტორი, ლაიფციგი, გერმანია