მაია ბარათაშვილი
https://www.instagram.com/maya_baratashvili/
Morning Star — დილის
ტილო, ზეთი, 250x150 სმ, 2026
EUR 25 000
მაია ბარათაშვილი დაიბადა 1984 წელს თბილისში, საქართველოში. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.
2001–2007 წლებში სწავლობდა სახვით ხელოვნებას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
2010–2011 წლებში სწავლობდა სახვით ხელოვნებას ABK Stuttgart-ში.
არტისტი მუშაობს ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებულ გამოსახულებებთან და მაქსიმალურად ინარჩუნებს მათ თავდაპირველ ფორმასთან სიახლოვეს.
გამოსახულებაში თანდათან ვლინდება ფარული რეალობა. რეალობა, რომელიც თითქოს დროისა და სივრცის მიღმიდან ჩნდება და საკუთარი თავდაპირველი ფორმისგან გათავისუფლებას ცდილობს.
ფერწერული პროცესი ინტუიციურად ვითარდება, სიზმრისეულ ლოგიკას მიჰყვება და ძნელად მოსახელთებელი კავშირების ჯაჭვში არსი ნელ-ნელა იკვეთება. იგი ერთდროულად სიმბოლურია, რეალობაში ფესვგადგმული და ტრანსცენდენტული.
მისი შემოქმედება სიმბოლური ვიზუალური ენის მეშვეობით იკვლევს მითოლოგიურ სტრუქტურებსა და ადამიანის ფსიქოლოგიას.
მაია მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2021 წელს, თბილისში, Baia Gallery-ში გაიმართა.