სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
21 - 24 მაისი

თეო ბარამიძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

https://www.instagram.com/teon_baramidze?igsh=MWptamE5b3ZhNzd0bA%3D%3D&utm_source=qr

თბილისი

თეო ბარამიძე დაბადებული 1986 წელს, სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სამხ.

სასწავლებელში, რის შემდეგაც სწავლა დაიწყო თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიაში, სახ.

ხელოვნების ფაკულტეტზე, კინომხატვრობის მიმართულებით. 2010 წლიდან მუშაობს კინო გადაღებებზე. მისი პროფესიული ურთიერთნებრიობა კომერციულ ასევე სასწავლო  ნამუშევრებში, როგორიცაა/და ფილმი, რეკლამა, კლიპი და ივენთები. 2019 წელს იყო ნომინირებული შევედერ ოსკარზე “გულდაგგენა” / როგორუც წლის საუკეთესო კინო მხატვარი. მისი ფილმების უმრავლესობა არის სხვადასხვა ფესტივალების პრიზიორი და ნომინანტი, მათ შორის: კანის კინო ფესტივალის, სანდენსის, სარაევოს, ბერლინარეზე და ა.შ.



პროექტის კონცეფცია: „პატარა პრინცი და დიდი დედოფალი“


პროექტი ორი სიმბოლური ფიგურის მეშვეობით გვთავაზობს დიალოგს ორ ენერგიას შორის — ქალისა და კაცის განსხვავებული აზროვნების მოდელს, სადაც შესაძლებელი ხდება ერთმანეთის გაგება და დანახვა. ჩემი მიზანია, სუბიექტური ხედვის ობიექტური განსჯით წარმოვაჩინო ეს ორი ენერგია და მათი ხასიათის თანაფარდობა.


მედიუმი

ფოტოინსტალაცია შესრულდება ციტონოგრაფიის ტექნიკაში, მისი ღრმა ლურჯი ტონალობა ქმნის მშვიდ, თითქმის მეხსიერების მსგავს ვიზუალურ გარემოს. პროექტი შედგება 12 ნამუშევრისგან, თითოეული აერთიანებს ფოტოსა და მოკლე ტექსტს, რომლებიც ერთად ქმნიან ფრაგმენტულ ნარატივს ურთიერთობაზე.


ყოველ ნამუშევარს ექნება სპეციალური ჩარჩო, რომელზეც განთავსებული იქნება სხვადასხვა ზომის სარკეები და ამრეკები. სარკეები მაყურებელს თავის ანარეკლთან აკავშირებს, რაც ინსტალაციას პერსონალურ გამოცდილებად აქცევს. ამ გზით მაყურებელი ხდება არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ აქტიური მონაწილე, რომელიც ხედავს საკუთარ ემოციურ უკუკავშირს.