ნინი ჯალიაშვილი
https://www.instagram.com/nini_jaliashvili/
GE65BG0000000539556417
როგორც ბავშვი
ტილო, ზეთი, 120 x 130 სმ, 2026
EUR 2 000
ნინი ჯალიაშვილი არის ქართველი თანამედროვე ვიზუალური ხელოვანი. 2022 წელს ჩაირიცხა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში, ტელე-კინო მხატვრობის მიმართულებით.
ბოლო სამი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობს ფერწერის მიმართულებით, ხოლო უკანასკნელი ორი წელია სისტემატურად მონაწილეობს სოლო და ჯგუფურ გამოფენებსა და რეზიდენციებში.
არტისტის განცხადება (Artist Statement)
ნინი ჯალიაშვილისთვის ხელოვნება არის მტკიცებულება არსებობისა — პროცესი, რომელშიც შინაგანი გამოცდილებები ტრანსფორმირდება ხილულ ფორმებად. მისი პრაქტიკა არ ეყრდნობა სტრუქტურირებულ აზროვნებას. ვიზუალური ენა ყალიბდება სპონტანურად, ფრაგმენტული იმპულსებისგან, აზრების, მოგონებებისა და სიტყვებისგან, რომლებიც წარმოშობის მომენტში ჯერ კიდევ არ ექვემდებარება სრულ გააზრებას. ეს ელემენტები ერთიანდება ნარატივებად ან სცენებად, რომლებიც ღრმად არის ფესვგადგმული ქვეცნობიერში. დასრულებული ნამუშევარი ავტორისთვის ხშირად არ წარმოადგენს საბოლოო პასუხს, პირიქით, იგი ხდება ახალი კითხვებისა და მნიშვნელობების გამომწვევი სივრცე. მისთვის ხელოვნება არის ინტუიციური დიალოგი საკუთარ თავთან და გარემოსთან — პროცესი, სადაც შემთხვევითობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ პროცესში იკვეთება ურთიერთობები არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ კოლექტიურ გამოცდილებებთანაც. მისი ინტერესის სფეროა ის განცდები და ფორმები, რომლებიც არ უკავშირდება კონკრეტულ პირად მეხსიერებას, არამედ აღმოცენდება უფრო ღრმა, საერთო, წინარე შრიდან — სივრციდან, რომელსაც არ აქვს ზუსტი დასაწყისი ან ავტორი. ნამუშევრებში აზრი და ფორმა განუყოფელია: თითოეულ ვიზუალურ გადაწყვეტილებას წინ უძღვის შინაგანი ტრანსფორმაცია. გამოსახულებები ხშირად ხასიათდება პირდაპირობით, ზოგჯერ უხეშობითაც, რაც შეგნებული არჩევანია — მცდელობა, რომ არ დაიფაროს ის პირვანდელი ცხოველური იმპულსი, საიდანაც ფორმა იბადება. ამგვარად იქმნება ვიზუალური სტრუქტურები, სადაც დაუმუშავებელი და ინტუიციური შრეები თანაარსებობს გააზრებულ ფორმებთან. მასალებისა და მედიუმების მრავალფეროვნება ჯალიაშვილის პრაქტიკის არსებითი ნაწილია. ტილოზე იგი მუშაობს ზეთითა და აკრილით, ხოლო ქაღალდზე და სხვა ზედაპირებზე იყენებს აკვარელს, მელანს, ფანქარს, ზეთის პასტელსა და გუაშს. ხშირად მიმართავს შერეულ ტექნიკას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრადიციული ფორმატის ფარგლებს სცდება. მედიუმის არჩევანი განისაზღვრება როგორც ნამუშევრის შინაგანი ლოგიკით, ისე მომენტური ემოციური მდგომარეობით. მისი ამჟამინდელი ნამუშევრები შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მცდელობა —
არა კონკრეტული მეხსიერებების რეპრეზენტაციის, არამედ იმ უხილავი კავშირების გამოკვლევის, რომლებიც აყალიბებს განცდას, ფორმასა და მათ შორის არსებულ დაძაბულობას.
სოლო გამოფენები:
• „ცრუ მეხსიერების სინდრომი“, იანვარი 2026 — ვანდა არტ გალერეა, თბილისი
• სოლო გამოფენა / რეზიდენცია, ოქტომბერი 2025 — რია ქებურიას საერთაშორისო რეზიდენცია, ამბასადორის საგამოფენო სივრცე, კაჭრეთი
• „მეთევზე მძღოლის საძებრად“, მაისი 2025 — გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, თბილისი (კურატორი: მარიამ შაქარაშვილი)
• „კაპიტანო, წადი შეშა მომიტანე“, ნოემბერი 2024 — კუბი კონტექსტში, თბილისი
ჯგუფური გამოფენები:
• „ანარეკლი“, ივნისი 2025 — გალერეა ვანდა, თბილისი
• „წინააღმდეგობის შვილები“, აპრილი 2025 — გალერეა დე ბაუვპუტი, ამსტერდამი
• „კონცეფცია ვის რად უნდა“, აგვისტო 2024 — არტარეა, თბილისი
რეზიდენციები:
• რია ქებურიას საერთაშორისო რეზიდენცია, თებერვალი 2025 — კანი, საფრანგეთი