ირაკლი ჭრელაშვილი (Ika Trey)
https://www.instagram.com/ika_trey/
GE39BG0000000533845913
ალაზნის ველი
აკრილი ტილოზე, 30სმ x 23 სმ, 2021
EUR 600
რუსთაველის მეტრო
აკრილი ტილოზე, 30სმ x 23 სმ, 2021
EUR 400
გორგასლის ხიდი
აკრილი ტილოზე, 70სმ x 70 სმ, 2024
EUR 1300
ახალი გზა
აკრილი ტილოზე, 70სმ x 70 სმ, 2026
EUR 1 200
გმირთა მოედანი
აკრილი ტილოზე, 40სმ x 50 სმ, 2026
EUR 600
წყნეთის გზატკეცილი
აკრილი ტილოზე, 70სმ x 100 სმ, 2026
EUR 1 300
ირაკლი ჭრელაშვილი (Ika Trey) დაიბადა 1997 წელს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახს ხელოვნებასთან ახლო კავშირი ჰქონდა, პოსტსაბჭოთა, დასუსტებულ ქვეყანაში ხელოვნების კარიერად არჩევა მისთვის არც კი განიხილებოდა. აშშ-ში ემიგრაცია მის ცხოვრებაში გარდამტეხ მომენტად იქცა, სადაც მან გადაწყვიტა, თავისი ცხოვრება ხელოვნებისთვის მიეძღვნა. მან
დაასრულა ბაკალავრის პროგრამა რატგერსის უნივერსიტეტში, სპეციალობით ქანდაკება და ფოტოგრაფია. რატგერსში სწავლის პერიოდში მან შექმნა და მონაწილეობა მიიღო არაერთ საგალერეო პერფორმანსში, ასევე იყო ჩართული სასწავლო საქმიანობაში უნივერსიტეტში. მას მიენიჭა გალერიის ჯილდო მეისონ გროსის ხელოვნების სკოლიდან გამოფენაში “Above and Beyond” (2019) და მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენაში “LOVE 2020” კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო ჯონ კესლერის, ედვარდ მეიპლთორპისა და სხვების გვერდით.
2022 წლის მარტში ირაკლი დაბრუნდა საქართველოში, სადაც დღემდე აგრძელებს თავის შემოქმედებით საქმიანობას. 2022 წლიდან მან მონაწილეობა მიიღო მრავალ გამოფენაში, მათ შორის “Kolga 2023”, “House Plants” არტჰაუს გორში, პერსონალურ გამოფენაში “Mitsa” “Cube in Context”-ში და სხვა. ირაკლი ასევე მონაწილეობდა თბილისის არტ ფეარში 2022 წელს. ახლახან მან შექმნა არტ-სივრცე “Zevit”, სადაც ტარდება გამოფენები და ვორქშოპები ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტებისა და ვიზიტორებისთვის. მისი უახლესი ჯგუფური გამოფენა “Don’t they know: Art in a burning house” გაიმართა ვენაში, 2026 წლის 12 მარტს, სადაც მან წარმოადგინა თავისი ნამუშევარი “Turtle Lake Road” (“კუს ტბის გზა”) და ფოტოწიგნი “Mitsa” (“მიწა”).
ჩვენ ყველანი ვთამაშობდით ბავშვობაში. არ გვესმოდა რატომ, მაგრამ იმ თამაშების უმეტესობა, რომლებიც გვიზიდავდა, კონფლიქტსა და ომს ეხებოდა — კომპიუტერის ეკრანებზე, ეზოებში ჯოხებით და მეზობელი კორპუსების ბავშვებთან ჩხუბში, სადაც ქვებს ვესროდით ერთმანეთს როდესაც „ტერიტორიისთვის ვიბრძოდით“.
ეს სერია აძლევს საშუალებას ბავშვობის წარმოსახვას, თავისი თამაშისებრი ხასიათებით, შეერწყას ჩვენს გარშემო არსებულ რეალურ სივრცეებს. იმ ადრეული თამაშების პერსონაჟებისა და სიტუაციების ყოველდღიურ გარემოში შემოჭრის გზით, ეს ნამუშევრები ცდილობენ გაიარონ ვიწრო და ფაქიზი ზღვარი, ბავშვურ უმწიკლოობას და ცნობისმოყვარეობასა და ომის დამზაფვრელ რეალობას შორის.
გამოფენები
პერსონალური
„Mitsa“ | Cube in Context, 2023 (თბილისი, საქართველო)
ჯგუფური გამოფენები
Tbilisi Art Fair | Expo Georgia, 2026 (თბილისი, საქართველო)
„6th BI Auction“ | IArt, 2026 (თბილისი, საქართველო)
„Dont they know: Art in a burning house“ | Grossraum, 2026 (ვენა, ავსტრია)
„Dont they know: Art in a burning house“ | ItsTheGallery, 2025 (თბილისი, საქართველო)
„Country Remains“ | Cube in Context, 2023 (თბილისი, საქართველო)
„Kolga 2023“ | Kolga Awards, 2023 (თბილისი, საქართველო)
Tbilisi Art Fair | Expo Georgia, 2023 (თბილისი, საქართველო)
„House Plants“ | Arthouse Gori, 2022 (გორი, საქართველო)
„Indoor Songs“ | Rutgers University (ონლაინ), 2020 (Rutgers University Thesis exhibition)
„Love 2020“ | Columbia University, 2020 (ნიუ-იორკი, აშშ)
„Visions for the Future“ | Rutgers University, 2019 (Mason Gross Gallery, ნიუ ჯერსი, აშშ)
„Co-Curate Shows“ | Rutgers University, 2019 (Mason Gross Gallery, ნიუ ჯერსი, აშშ)
„Happy Trails“ | Rutgers University, 2018 (Rutgers University Inn and Conference Center, ნიუ ჯერსი, აშშ)
„Above & Beyond“ | Rutgers University, 2018 (Mason Gross Gallery, ნიუ ჯერსი, აშშ)