სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
21 - 24 მაისი

გიორგი [gogi] ქაცარავა

საკონტაქტო ინფორმაცია:

https://www.instagram.com/gogakatsarava/

GE45BG0000000333146500

თბილისი

ბიოგრაფია / არტისტსის განცხადება

მე ვარ გიორგი ქაცარავა — არტისტი და გრაფიკოსი დიზაინერი, რომელიც მუშაობს

სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში. დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი, სადაც ჩამომიყალიბდა სივრცის, ფორმისა და ვიზუალური სტრუქტურისადმი განსაკუთრებული ინტერესი.

ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში ვმუშაობ სხვადასხვა ვიზუალურ მიმართულებაში. ამჟამად ვმუშაობ გრაფიკოს დიზაინერად, პარალელურად ვქმნი საავტორო ნამუშევრებს და ვასრულებ კერძო შეკვეთებს.

მონაწილეობა მაქვს მიღებული რამოდენიმე ერთობლივ გამოფენაში, სადაც წარმოდგენილი იყო ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა მედიაში. ჩემი მუშაობა ხშირად აერთიანებს არქიტექტურულ ხედვასა და თანამედროვე გრაფიკულ ენას, რაც ჩემს ვიზუალურ პრაქტიკას ხდის განსაკუთრებულს .