მინანქრის ხელოვნების გალერეა „ორნამენტი“
ტელ: +995 599 230708/ +995 (32) 2936412
ელ-ფოსტა:
enamelartornament@gmail.com
ვებ-გვერდი: www.enamelart.ge
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი,
მეფე ერეკლე II- ის ქ. N – 7
საფ. ინდექსი: 0105
წარმოდგენილი ნამუშევრები
ავტორი - ჯიმი ლომინაძე
ნამუშევარი: ქვევრი
მასალა: სპილენძი, თითბერი
შესრულების ტექნიკა: ტიხრული მინანქარი
ზომა: 14.5 სმ (სიმაღლე) X 23 სმ (სიგრძე)
ავტორი - ნინო თადიაშვილი
ნამუშევარი: ნიკო ფიროსმანის შველი გადაჭრილ ხესთან.
ასლი
მასალა: ვერცხლი, სპილენძი, თითბერი, ხე
შესრულების ტექნიკა: ტიხრული მინანქარი
ზომა: 44მ (სიმაღლე) X 34 სმ (სიგრძე)
ავტორი ჯიმი ლომინაძე
ნამუშევარი: ქვევრი
მასალა: სპილენძი, თითბერი
შესრულების ტექნიკა: ტიხრული მინანქარი
ზომა: 18 სმ (სიმაღლე) X 26 სმ (სიგრძე)
ავტორი - ჯიმი ლომინაძე
ნამუშევარი: ქვევრი
მასალა: სპილენძი, თითბერი
შესრულების ტექნიკა: ტიხრული მინანქარი
ზომა: 14 სმ (სიმაღლე) X 20 სმ (სიგრძე)
ავტორი - პაატა პაატაშვილი
ნამუშევარი: თამადა
მასალა: დურალი, სპილენძი შესრულების
ტექნიკა: მინანქარი ზომა: 43 სმ (სიმაღლე) X 32 სმ (სიგრძე)
ავტორი: თეა გურგებიძე
ნამუშევარი - გოგონა ყვავილით
მასალა: სპილენძი, რკინა, ხე შესრულების
ტექნიკა: ტიხრული მინანქარი ზომა: 25.5 სმ (სიმაღლე) X 21 სმ (სიგრძე)
ავტორი - თეა გურგებიძე
ნამუშევარი: ქალი
მასალა - სპილენძი, რკინა, ხე
შესრულების ტექნიკა: ტიხრული მინანქარი
ზომა: - 28 სმ (სიმაღლე) X 20 სმ (სიგრძე)
ავტორი - დავით ცხადაია
ნამუშევარი: კუ
მასალა: ვერცხლი, სპილენძი, თითბერი, თიხა
სტომატოლოგიური თაბაშირი
შესრულების ტექნიკა: ტიხრული მინანქარი, მინანქარი
ზომა: 38.5სმ (სიმაღლე) X 41.5 სმ (სიგრძე)
სპეციალიზირებული ტიხრული მინანქრის გალერეა „ორნამენტი,
გაიხსნა 2001 წელს. მასში დაცული კოლექციის ყოველი
ნამუშევარი საავტოროა და წარმოადგენს შუასაუკუნოვან
ტრადიციებზე აღმოცენებულ თანამედროვე ქართული მინანქრის
ხელოვნების სახეს. ეს უნიკალური სამყაროა, სადაც არაფერი
მეორდება და ყველაფერი გმორჩეულია.
მონაწილე არტისტები
ჯიმი ლომინაძე - ქვევრი
წარმოუდგენელი ოსტატობით შექმნილი ქვევრი ტიხრულ
მინანქარში თითქოს 23-ე საუკუნიდან მოსული არტეფაქტია -
ნამუშევარი სადაც საქართველო, ღვინო, ისტორია და მომავლის
ესთეტიკა ერთ მთლიანობად ერთიანდება.
კუ
დავით ცხადაია
ტიხრული მინანქარი, ვერცხლი, სპილენძი თითბერი, სტომატოლოგიური თაბაშირი,
ეპოქსიდი. 40 სმ x 47 სმ x 35 სმ
ობიექტი წარმოადგენს შერეული ტექნიკით შესრულებულ მრავალშრიან ალეგორიას, სადაც
ფორმა, მასალა და სიმბოლური მეტყველება ერთიან ვიზუალურ-კონცეპტუალურ სისტემად
ყალიბდება. კუს ფიგურა აქ კაცობრიობის სიმძიმის მატარებელი დედამიწის სხეულის
ალეგორიად გარდაიქმნება. მისი მძიმე, მოზაიკურად დანაწევრებული ყავისფერი ბაკანი
პლანეტის ზედაპირს მოგვაგონებს. რუკისებრი ფრაგმენტაცია, მცირე მწვანე აქცენტები და
გამჭვირვალე ცისფერი „დინებები“ ბუნებრივი რესურსების, სასიცოცხლო ენერგიების
ნიშნებად წარმოჩნდება. თუმცა ამ ელემენტთა ზედაპირზე მწირად, მილევად რეჟიმში
მიმოფანტვა, ჩამოღვენთილი ხაზები, გაჟონვის, განლევის შთაბჭედილებას ახდენს და
თითქოს სისტემის საზღვრების, მისი ბალანსის შეუქცევად რღვევაზე მიანიშნებს.
ბაკანზე დამაგრებულ მეტალის კონსტრუქციას, რომელშიც ადამიანის ტვინის ფორმაა
მოქცეული, ალეგორია ანთროპოცენტრულ განზომილებაში გადააქვს. ტვინის ზედაპირზე
განთავსებული მცირე ზომის საგნები (ეკლესიის მოდელები, სპილენძისფერი მონეტები)
კოლექტიური მეხსიერების, ადამიანის მიერ შექმნილი ინსტიტუციებისა და სისტემების
ნიშნებად იკითხება.
ამგვარად, ნამუშევარი კაპიტალიზმის ლოგიკისაკენ მიმართულ კრიტიკულ ვიზუალურ
კომენტარად ყალიბდება. დედამიწა არა ნეიტრალურ საფუძვლად, არამედ შებორკილ და
ექსპლუატირებულ სხეულად წარმოგვიდგება. კუს ნელი სვლა, გალიისმაგვარი კონსტრუქცია
და მეტალის ჯაჭვები სიმძიმისა და გამოუვალობის განცდას აძლიერებს. ობიექტი მიანიშნებს
მდგომარეობაზე, რომელშიც ბუნებრივი გარემო ადამიანური ინსტიტუციების, მოხმარების,
დაგროვებისა და კონტროლის სისტემების ზეწოლის ქვეშ ექცევა.
მასალათა ურთიერთმიმართება ამ კონცეფციას მატერიალურ დონეზე ამყარებს.
ბუნებრივი/ბიოლოგიური ზედაპირებისა და ხელოვნური/სინთეტური მასალის ერთმანეთში
არევა, გამიზნულად შემოტანილი დისონანსური ელემენტები ქმნის ჰიბრიდულ ველს, სადაც
ესთეტიკური გამოცდილება საფრთხის შეგრძნებით ირღვევა, ხოლო მეხსიერება ტვირთად და
გარდაუვალ პასუხისმგებლობად გადაიქცევა.
ქალი
თეა გურგენიძე
ტიხრული მინანქარი, ხე, რკინა
29სმ x 20სმ x 3სმ
ნამუშევარში ავტორი ფიგურატიული კომპოზიციის ფარგლებში შინაგანი მდგომარეობის
პოეტურ რეპრეზენტაციას გვთავაზობს. ქალის სტილიზებული ფიგურა არა ინდივიდუალურ
პორტრეტად, არამედ განზოგადებულ სახედ წარმოგვიდგება.
ფიგურის სახის გადაწყვეტა–მომწვანო-ყვითლად ამონათებული დაუნაწევრებელი
ზედაპირისა და დაჩრდილული მუქი ტონალური ზონის დაპირისპირება–შინაგანად
კონცენტრირებულ მდგომარეობაზე მიანიშნებს. თვალი, როგორც მზერისა და გარეთ
მიმართული პროექციის ადგილი, აქ ჩრდილშია მოქცეული, ხოლო მეორე თვალი ხედვის
მიღმა რჩება. ამავე განცდას აძლიერებს მუქი ტონალობის მეტალის ჩარჩო, რომელიც
კონტრასტულად უპირისპირდება მის შიგნით მოთავსებულ ფერადოვან ველს და შინაგან-
გარეგანის ბინარობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ამგვარი გადაწყვეტა კომპოზიციას
ამბივალენტურ ხასიათს ანიჭებს, რაც ფიგურისა და ფონის ორნამენტის ურთიერთქმედებაშიც
ვლინდება. ფონის რბილი, მრგვლოვანი მოყვანილობის ყვავილისებური ორნამენტი აქ
მხოლოდ დეკორატიულ ელემენტად არ ფუნქციონირებს. მისი საშუალებით ფიგურის
გარშემო იქმნება რიტმული, ფაქიზი ლირიული ველი, რომელიც შინაგანი მდგომარეობის
ვიზუალურ ექვივალენტად იქცევა.
სიბრტყის ორგანიზაცია ორმაგ პრინციპს ეფუძნება. ერთმანეთის პარალელურად მოქმედებს
ფორმის დანაწევრება და მისი უწყვეტობა. მკაფიო კონტურით შემოსაზღვრული ფერადოვანი
მონაკვეთები სხეულს სეგმენტირებულ, სიბრტყობრივად აგებულ მთლიანობად აქცევს. ეს
კონტურული სიმკვეთრე ცივი და თბილი ფერების ფაქიზი გრადაციებით რბილდება.
ტიხრული მინანქრის ტექნიკის თავისებურება–მასალის, როგორც დინამიური ოპტიკური
ველის ფუნქციონირება–აქ ნამუშევრის გამომსახველობის არსებითი შემადგენელია და მის
შინაგან დინამიკას ამეტყველებს. ეს დინამიკა სიჩუმის კონცენტრირებულ, თუმცა
მგრძნობიარე და პოეტურ ვიზუალურ მეტაფორად იკითხება.