სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
01 - 04 აპრილი

weseeitems

weseeitems

ტელ: +995 599194617

ელ-ფოსტა: hi@weeseeitems.com

ვებ-გვერდი: weseeitems.com

მისამართი: აბო თბილელის 6

წარმოდგენილი ნამუშევრები

...სრულად taf-ის გამოფენაზე view_on_google_map


weseeitemsარის თანამედროვე გალერეა, რომელიც მდებარეობს ისტორიულ უბანში. ეს არის ცოცხალი და თავისუფალი სივრცე, სადაც წარსულის ენერგია და თანამედროვე იდეები ერთმანეთს ერწყმის. 


ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც დამწყებ, ასევე უკვე აღიარებულ ქართველ და უცხოელ ხელოვანებთან. თითოეული პროექტი განსაკუთრებული გულმოდგინებით კურირდება, რათა ხელოვანების მრავალფეროვანი ხედვები წარმოვაჩინოთ და დამთვალიერებელს საინტერესო გამოცდილება გავუზიაროთ. 


weseeitems-ში გვჯერა, რომ ხელოვნება არ უნდა იყოს დისტანციური ან მხოლოდ ვიწრო წრისთვის განკუთვნილი. ჩვენი მიზანია, ის იყოს ხელმისაწვდომი და საინტერესო ყველასთვის, იქნება ეს კოლექციონერი, ხელოვანი თუ უბრალოდ ხელოვნების მოყვარებული. გამოფენების, არტ ფესტივალების, რეზიდენციებისა და საქველმოქმედო ინიციატივების მეშვეობით, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს არტისტებს და ვეხმარებით მათ, საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ.