Art City People & Mizelium e.V.
Pavilion 11 | Stand N B-03
ტელ: +49 175 9234448, +995 599 309 439
ელ-ფოსტა: contact@artcitypeople.de
afalinat@gmail.com
ვებ-გვერდი: Oranienburger Str. 32, 10117
Berlin, Germany
მისამართი: @artcitypeople_berlin
www.mizelium.de
Art Conference Tbilisi / Maria & Thomas დაარსდა 2024 წელს თბილისში,
კოლექციონერის თომას მოლნარისა და ხელოვნებათმცოდნე მარიამ ყაყიტაშვილის მიერ.
გალერეა ორიენტირებულია თანამედროვე ქართულ ვიზუალურ ხელოვნებაზე, მხარს უჭერს
ახალგაზრდა ხელოვანებს და ხელს უწყობს სფეროს ადგილობრივ განვითარებას.
თომას მოლნარის კერძო კოლექციისა და თანამედროვე ქართული ხელოვნების
საკურატორო ჩვენების კვალდაკვალ, გალერეა იკვლევს თანამედროვე ქართული
ხელოვნების თვითმყოფადობასა და მის სამომავლო პერსპექტივებს გლობალურ
კონტექსტში.
გამოფენები:
იოანნა წულაია
საიდუმლო მინდორი
Art Conference Tbilisi / Maria & Thomas
თბილისი, საქართველო
მომავლი
Point De Vue 1826-2026
ფოტოგრაფების ჯგუფური გამოფენა
კურატორი თიკა გოგიტიძე
Art Conference Tbilisi / Maria & Thomas
თბილისი, საქართველო
2026
What We Collected
Art Conference Tbilisi / Maria & Thomas
თბილისი, საქართველო
2025
თათია ცერცვაძე
პერსონალური გამოფენა
Art Conference Tbilisi / Maria & Thomas
თბილისი, საქართველო
2025
ანნა ყაჭეიშვილი
Lost Highway
ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში
Art Conference Tbilisi / Maria & Thomas
თბილისი, საქართველო
2025
კრისტინე ტუსიაშვილი
Poetics of Perception
Unarchived Semiotics წარდგენით
კურატორი მარიამ შერგელაშვილი
Art Conference Tbilisi / Maria & Thomas
თბილისი, საქართველო
2024
გია ჩხატარაშვილი, გურამ წიბახაშვილი
Gia & Guram
Art Conference Tbilisi / Maria & Thomas
თბილისი, საქართველო
2024
მონაწილე არტისტები
საიდუმლო მინდორი
ავტორი: იოანნა წულაია
კურატორი: მარიამ ყაყიტაშვილი
წარმდგენი: Art Conference Tbilisi / Maria & Thomas
მისამართი: გიორგი წერეთლის გასასვლელი 4, თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: ორშ-პარ / 13:00 – 18:00
თარიღები: 20.05.2026 - 20.06.2026
Art Conference Tbilisi / Maria & Thomas წარმოგიდგენთ იოანნა წულაიას პერსონალურ
გამოფენას - საიდუმლო მინდორი.
საიდუმლო მინდორი წარმოადგენს ერთგვარ თანამედროვე ლანდშაპტს, ფსიქოლოგიურ და
ტაქტილურ სივრცეს, სადაც რეალიზდება მოგონებითი წარმოსახვა. მარიამ ყაყიტაშვილის
კურატორობით, გამოფენა აერთიანებს იოანნა წულაიას ახალი ნამუშევრების სერიას, სადაც
მყიფე და უხილავი გამოცდილებები კონკრეტულ და აბსტრაქტულ ვიზუალურ ფორმებად
გარდაიქმნება და ერთიან ემოციურ-კონცეპტუალურ ღერძს ქმნის. აქ „მინდორი“
წარმოადგენს ფარული და დაცული შინაგანი სამყაროს მეტაფორას.
იოანნა წულაია (1998) მულტიმედია ხელოვანია, რომლის პრაქტიკაც მასალის სიღრმისეულ
კვლევას ეფუძნება. მისი შემოქმედება ინტუიციურ ფორმირებასა და კონცეპტუალურ
სიზუსტეს შორის ბალანსით ხასიათდება. თემატურ სერიებზე მუშაობისას წულაია იკვლევს
ფორმისა და ვიზუალური ენის საკითხებს. ხელოვანი მასალას განიხილავს, როგორც
თვითმყოფად, ასევე ინტერპრეტირებად სტრუქტურად. მისი შემოქმედება ქალის
გამოცდილებას, სხეულს და საზოგადოებრივ აკრძალვებს ეხება, ამავდროულად ეკოლოგიური
და კულტურული მეხსიერების საკითხებსაც მოიცავს.
საიდუმლო მინდორის სტრუქტურა აგებულია პირადი გამოცდილებისა და გარე
მატერიალური სამყაროს შეპირისპირების მიჯნაზე. სწორედ ამ მიჯნის სიმბოლური
გამოსახულებაა ნახევრად გამჭვირვალე თვითწებვადი ფირი, რომლიც აღნიშნული სერიის
ძირითადი სამუშაო მასალაა, აქ წულაია იკვლევს კონტრასტული მასალების
ურთიერთმიმართებას, რათა თანამედროვე პერსპექტივიდან ხელახლა შექმნას ტრადიციული
გამოსახულება.
სერიის მთავარი არსი დამთვალიერებლის ემოციებით თამაშია. საიდუმლო მინდორი
მაყურებელს სთავაზობს სივრცეს, სადაც იგი თავად ახდენს გარემოს კონტექსტუალიზაციას,
ანუ როგორ ქმნის იდენტობას სუბიექტური გამოცდილების ობიექტი, სადაც ფერადი ფირი
ბარიერია მოგონებას, წარმოსახვასა და გამოსახულებას შორის.
პრესისთვის, მაღალი რეზოლუციის ფოტოების, ან ხელოვანთან / კურატორთან
ინტერვიუსთვის, დაგვიკავშირდით:
artconferencetbilisi@icloud.com
+995 595043190
artconferencetbilisi.com