გალერეა ვერნისაჟი
გალერეა ვერნისაჟი
შოთა რუსთაველის გამზირი 36
vernissage27@gmail.com
vernissagegallery.org
წარმოდგენილი ნამუშევრები
იური მეჩითოვის ფოტო.
-
სერგო ფარაჯანოვი ‘სურამის ციხის’ გადასაღებ მოედანზე.
იური მეჩითოვის ფოტო.
ავთო ვარაზი
‘თმაგაწეწილი ქალი’
მუყაო, ზეთი, თაბაშირი, ზღვის ბალახი, ქსოვილი, 80 x 55,5 სმ, 1971.
თემო ჯაფარიძე
‘ქალი სარკესთან‘
ტილო, ზეთი, 107,5 x 68 სმ., 1994.
სერგო ფარაჯანოვი
‘უსათაურო’
(1924-1990) ტექსტილი, კოლაჟიმ აპლიკაცია.
სერგო ფარაჯანოვი
‘ღია ბარათი’
(1924-1990) ტექსტილი, კოლაჟიმ აპლიკაცია.
სერგო ფარაჯანოვი
‘უსათაურო’
(1924-1990) ტექსტილი, კოლაჟიმ აპლიკაცია.
სერგო ფარაჯანოვი
‘უსათაურო’
(1924-1990) ტექსტილი, კოლაჟიმ აპლიკაცია.
ავთო ვარაზი
‘სახალხო ფურცელი’
მუყაო, ზეთი, კოლაჟი (გაზეთი, შპალერი, ეტიკეტი), 60,5 x 40,5 სმ, 1972.
ვატი დავითაშვილი
სერიიდან ‘პურ-მარილი’,
მუყაო, ზეთი, 59,7 x 75,5 სმ.
ვატი დავითაშვილი
სერიიდან ‘პურ-მარილი’
მუყაო, ზეთი, 59,8 x 75,3 სმ.
ვატი დავითაშვილი
სერიიდან ‘პურ-მარილი’
მუყაო, ზეთი, 59,8 x 48,8 სმ.
ვატი დავითაშვილი
სერიიდან ‘პურ-მარილი’
მუყაო, ზეთი, 63 x 75,5 სმ.
ვატი დავითაშვილი
სერიიდან ‘პურ-მარილი’
მუყაო, ზეთი, 72,7 x 77 სმ.
მონაწილე არტისტები
გალერეა ვერნისაჟი I Tbilisi Art Fair 2026.
გალერეა წარადგენს: ვახტანგ (ვატი) დავითაშვილს, ავთო ვარაზს და სერგო ფარაჯანოვს.
Taf 2026-ის პროგრამის ფარგლებში, გალერეა ვერნისაჟის საგამოფენო სივრცე (შოთა რუსთაველის გამზ. 36)
დაეთმობა მხატვარ თემო ჯაფარიძის (1937-2012) ნამუშევრების გამოფენას- „პორტრეტი“.
გალერეა ვერნისაჟი წარმოგიდგენთ Taf 2026-ის პროგრამას. გალერეის სივრცეში განთავსებული
ნამუშევრები სხვადასხვა მედიუმშია შესრულებული: ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი და საარქივო მასალა.
ექსპოზიცია ეყრდნობა ვახტანგ (ვატი) დავითაშვილის შემოქმედებით გზას და მის სახელოსნოს
თელავში. წარმოდგენილი ნამუშევრები ასახავს იმდროინდელი შეზღუდვებისადმი განსხვავებულ
მიდგომას, რაც გამოიხატება გამოფენის საერთო სათაურში:
„ისინი ხედავდნენ სიზმრებს, არა თქვენებურს“.
ვახტანგ (ვატი) დავითაშვილი (1946-2000) გამორჩეულად დამოუკიდებელი და ორიგინალური ხედვის
ნონკონფორმისტი მხატვარი, წარმოდგენილია სერიით „პურმარილი“ და რამდენიმე პეიზაჟით.
“ვატი დავითაშვილი ხელოვნებას კიევში, საავიაციო სასწავლებელში სწავლის დროს სერგო
ფარაჯანოვის მეშვეობით ეზიარა. ვატიზე დიდი გავლენა, რა თქმა უნდა, თავად მაესტრომ და მის გარშემო
შემოკრებილმა არაფორმალმა შემოქმედებმა მოახდინეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ის
ავთო ვარაზის სახელოსნოში მუშაობდა. ვატის სახელოსნო თელავში
ნონკონფორმისტული/არაოფიციალური ხელოვნების ერთგვარი მატიანეა. ფოტოები, აფიშები,
მინაწერები კედლებზე ამ რთული და უაღრესად საინტერესო მხატვრული მოვლენის ამბავს
თვალსაჩინოს ხდის და თითქოს მნახველსაც ამ მოვლენების ცენტრში ამყოფებს.”*
ავთო ვარაზის ორი ნამუშევარი „თმაგაწეწილი ქალი“ 1971 და „სახალხო ფურცელი“ 1972 ავტორის საეტაპო
ნამუშევრებია და კერძო კოლექციებშია დაცული.
ექსპოზიციაში ასევე ჩართულია სერგო ფარაჯანოვის (1924-1990) ნამუშევრები და ფოტო მასალა კერძო
კოლექციებიდან.
ვატი დავითაშვილის არქივიდან პირველად გამოიფინება, ცნობილი რუსი ნონკონფორმისტი მხატვრის,
ევგენი რუხინის (1943-1976) პირადი წერილი ვატისადმი, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდში
ნონკონფორმისტ მხატვრებს შორის არსებულ კავშირებზე.
Taf 2026-ის პროგრამის ფარგლებში, გალერეა ვერნისაჟის საგამოფენო სივრცე (შოთა რუსთაველის გამზ.
36) დაეთმობა მხატვარ თემო ჯაფარიძის (1937-2012) ნამუშევრების გამოფენას- „პორტრეტი“.
საგულისხმოა, რომ მხატვრის პერსონალურ გამოფენას „ოდისევსის ახალი მოგზაურობა“ გალერეამ
პირველად 2000 წელს უმასპინძლა.