სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 14 აპრილი

მასაო იამამოტო

hidden
22-25 September
-
საგამოფენო ცენტი, პავილიონი 6
ა. წერეთლის 118

ესპანეთის Valid Photo Gallery-სთან თანამშრომლობით, TAF სახელგანთქმული იაპონელი ფოტოგრაფის, მასაო იამამოტოს ფართომასშტაბიან გამოფენას გეგმავს. გამოფენის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ავტორის A Box of Ku, Nakazora, Kawa და ახალი, La Vie სერიებიდან 80 ფოტოს დათვალიერება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ფოტოგრაფი იამამოტო, ცნობილია მცირე ზომის, თუმცა შინაარსობრივად დატვირთული ფოტო-პრინტებით. ის 1957 წელს, იაპონიაში, აიჩის პერიფერიაში დაიბადა. ფერწერიდან მასაო ფოტოგრაფიაზე 1980 წელს გადავიდა. მისი მხატვრული გამოცდილება კარგად იგრძნობა ფოტოების ფერწერულ შეფერილობაში, პრინტების ბუნდოვანებასა და საბეჭდი ზედაპირების ექსპერიმენტულობის მრავალფეროვნებაში; მასაო ხშირად მანიპულირებს ვერცხლის ჟელატინის პრინტებზე, როგორც გამჟღავნების პროცესით, ისე საღებავებით და პრინტების დანაწევრებით. ფოტოგრაფის ობიექტში ხდება ყველაფერი - როგორც იაპონური პროვინციების პეიზაჟები, ისე შიშველი ქალის სხეული. მისი ოსტატობის სიმამაცისა და ყოველდღიურ დეტალებზე ყურადღების გამახვილების გამო, ბევრი იამამოტოს შემოქმედებას ჰაიკუს ადარებს. მასაო იამამოტოს ფოტოგრაფია მრავალი პრესტიჟული კოლექციის ნაწილია, მათ შორის ჯ.პ. მორგან ჩეის არტ კოლექციის, ფილადელფიის სახელოვნებო მუზეუმის, ნიუ იორკოს ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრის, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის, სერ ელტონ ჯონის კოლექციის, და სხვა.