სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
21 - 24 მაისი

ადამიანური ქმედებები - Human Acts

hidden
2026-05-21
-
📍პავილიონი 4
წერეთლის 118, გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია

თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის სტუდენტების x კურსდამთავრებულების გამოფენა

 

კურატორები: ირინა პოპიაშვილი x გიორგი მიმინოშვილი

 

 

ნამუშევრის ინფორმაცია: ანა შონია

Absent Yet Present

ზეთი და შერეილი ტექნიკა კერამიკის ფილაზე

10 x 10 სმ


2026 წლის თბილისის ხელოვნების ბაზრობის (Tbilisi Art Fair 2026) ფარგლებში, VA[A]DS-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები წარმოადგენენ გამოფენას, სახელწოდებით „ადამიანური ქმედებები“ (Human Acts). სათაური პირდაპირ მომდინარეობს 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰან კანგის რომანიდან, რომელიც გამოფენის კონცეპტუალურ საფუძველს წარმოადგენს. კანგის წიგნში ასახულია 1980 წლის გვანგჯუს აჯანყება და მისი ტრაგიკული შედეგები, სადაც შთამბეჭდავი თხრობის საშუალებით ერთმანეთშია გადაჯაჭვული პერსონალური და კოლექტიური ტრავმა.

 

მსგავსად ამისა, VA[A]DS-ის გამოფენა იკვლევს რთულ კავშირს პერსონალურ და ისტორიულ მეხსიერებას შორის და აანალიზებს, თუ როგორ აგრძელებს წარსული მოვლენები დღევანდელი რეალობის ფორმირებას. ახალგაზრდა ხელოვანები იკვლევენ როგორც ინტიმურ საოჯახო ისტორიებს, ისე ფართო საზოგადოებრივ ცვლილებებს და ქმნიან კავშირებს ინდივიდუალურ გამოცდილებასა და კოლექტიურ ცნობიერებას შორის.

გამოფენის მოსაწვევზე წარმოდგენილია ანა შონიას ნამუშევარი „Absent yet Present“, რომელიც ავტორის ოჯახის ფოტოალბომებსა და წინაპართა ნარატივებს ეფუძნება; ვიზუალური არქეოლოგიის მეშვეობით, არტისტი თავისი წინაპრების ფრაგმენტულ ისტორიებს აღადგენს. ამასთანავე, ანო ჯიშკარიანი და თიკა შელია ქმნიან ობიექტებს, რომლებიც თბილისში მიმდინარე დემონსტრაციებს ეხმიანება და მათ მიმდინარე პოლიტიკურ რეალობასთან აკავშირებს.

 

ამ მრავალფეროვანი მიდგომების საშუალებით, „ადამიანური ქმედებები“ გვიჩვენებს, თუ როგორ იქცევა ხელოვნება ისტორიული მომენტების მოწმედ და როგორ შეუძლია მას პერსონალური და კოლექტიური მეხსიერების ძლიერ ვიზუალურ სახედ გარდაქმნა, რომელიც გამოხმაურებას პოვებს დროისა და გეოგრაფიული საზღვრების მიღმა.