სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 14 აპრილი

„სუფთ - ხელები“- კურატორები და ხელოვანები ნინო საკანდელიძე და მარიამ კალანდაძე

hidden
22-25 September
-
საგამოფენო ცენტრი, პავილიონი 11
ა. წერეთლის 118

კურატორები და ხელოვანები ნინო საკანდელიძე და მარიამ კალანდაძე TAF-ის სტუმრებისთვის წარმოადგენენ ახალ პროექტს „სუფთა ხელები“. გამოფენა ქართველი თანამედროვე ხელოვანების 10 ყუთში განლაგებულ, 100 ნამუშევარს გვთავაზობს. ყველა ყუთი უნიკალურ კოლექციას შეიცავს.

მიუხედავად ხელოვანთა მრავალფეროვანი გამომსახველობისა, კოლექციების ხასიათი თემატურ, სინქრონულ დიალოგს წარმოადგენს და პანდემიის დროის დოკუმენტაციას ემსახურება. პროექტში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ხელოვანებმა: არიალი, ნატო ბაგრატიონი, გიორგი გელაძე, მარიამ კალანდაძე, სოფო კობიძე, ნინო საკანდელიძე, გიო სუმბაძე, სალომე ჩიგილაშვილი, ვატო წერეთელი, თორნიკე ჩაფოძე.