Laufer არტ-გალერეა
22 - 25 სექტემბერი, 2022, საქართველო
TAF-ის დებიუტანტი, Laufer არტ-გალერეა ცურიხიდან, რომელიც ბელგრადისა და ზაგრების სახელოვნებო სივრცეზე კონცენტრირდება, წარმოადგენს ლუკა ლიჩინას (დაბ. 1997 წ. ზაგრებში) სოლო გამოფენას - ვიდეო, ფოტო და ჩანახატების ინტალაციას, რომელიც ლუკას ცხოვრებისეულ გამოცდილებას ასახავს. ლიჩინამ, რომელიც იეჰოვას მოწმედ აღზარდეს, 18 წლის ასაკში ოჯახისგან, მეგობრებისგან და ნაცნობი ცხოვრებისგან მოწყვეტა გადაწყვიტა. უფულოდ და უსახლკაროდ დარჩენილმა, მაგრამ თავისუფალმა ლუკამ, თავისი შემოქმედება ცხოვრებისეულ გამოცდილებას დაუკავშირა. ფოტოგრაფია, პერფორმანსი, ქანდაკება და ფერწერა მისი შემოქმედებითი ენის ნაწილია. ლუკა პროექტზე მუშაობას ბაზრობის დღეებში ჩანახატებისა და პერფორმანსის შექმნით განაგრძობს.