სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 13 აპრილი

The Why Not Gallery

22 - 25 სექტემბერი, 2022, საქართველო

hidden
საქართველო

მისამართი:

ქუჩა: აღმაშენებლის გამზირი 150

ქალაქი, ინდექსი, ქვეყანა: თბილისი, 0102, საქართველო

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: ელენე კაპანაძე, დირექტორი

ტელეფონი: (+995) 568 25 22 66 

ელ.ფოსტა: hi@thewhynotgallery.com

ვებ გვერდი: http://www.thewhynotgallery.com

Artists presented

TAF-ზე The Why Not გალერეა წარმოადგენს ქართველ ხელოვანებს გვანცა
ჯიშკარიანსა და მალხაზ გორგაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ხელოვანი
სხვადასხვა თაობას მიეკუთვნება და ერთი შეხედვით რადიკალურად განსხვავებული
მუშაობის მეთოდები აქვთ, მათ შემოქმედებაში იკითხება საერთო მიმართულებები.
ორივე ხელოვანი დაინტერესებულია ტრადიციული რეწვის კულტურით, საიდანაც
იღებს ინსპირაციას, შემდეგ კი, თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს. სტენდზე
წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის იბმება საინტერესო დიალოგი -ერთის მხრივ,
თაობათა დიალოგი, მეორეს მხრივ მალხაზ გორგაძის, როგორც საბჭოთა
ქართველი ხელოვანების იმ თაობის წარმომადგენელი, ვის მიერაც შექმნილ
ვიზუალურ მემკვიდრეობაზე რეფლექსირებს გცანცა ჯიჯშკარიანის, როგორც
ქართველი თანამედროვე ხელოვანების ახალი თაობის წარმომადგენელი.



გვანცა ჯიშკარიანი / საქართველო: 


Microsoft Word - the why not gallery word template (11).docx

გვანცა ჯიშკარიანმა (დ.1991) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, შემდეგ გაიარა არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე ხელოვნების ცენტრ-თბილისში. ხელოვანი ბევრს ექსპერიმენტირებს სხვადასხვა მასალაში, არის დაინტერესებული ტრადიციური რეწვით და გამოხატვის ფორმებით. მისი ნამუშევრები ხშირად ეხება მის პირად ემოციებს და გამოცდილებას, ასევე ასახავს დღევანდელი საქართველოს სოციალურ- პოლიტიკურ რეალობას. მხატვარი ხშირად იყენებს იუმორს ამ ღრმად პიროვნული და უაღრესად აქტუალური თემების განსახილველად.

გვანცა არის „პატარა გალერეა“ და „The why not გალერეა“ თანადამფუძნებელი. 2021წელს გვანცას გადაეცა Prince Claus foundation Seed award. 2020 წელს იყო არჩეული Forbes 30 under 30 ჩამონათვალში, 2017-2019 წლებში გვანცა იყო თბილისის ფოტო ფესტივალის „ფოტოგრაფიის ღამე“-ს კურატორი. 2019 წელს NARS Foundation Studio Grant, ნიუ იორკი და 2017 წელს ხელოვანმა მიიღო წინანდლის პრემია ვიზუალურ ხელოვნებაში. გვანცა იყო ხელოვნებასა და მოდაზე პირველი ქართული ონლაინ ჟურნალის გარ-გარ-ის დამფუძნებელი და ავტორი(2013-18). ხელოვანი აქტიურად იფინება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ნიუ იორკში, ბრიუსელში, ვენაში, პრაღაში, ციურიხში, დუსელდორფში, ნეაპოლსა და ბაქოში.

Image title

I chew my own solid blood, 2022;

ბუნებრივი ქვის მოზაიკა, დამტვრეული შუშა; 48x31სმ, მძივი 70სმ


Image title

Through the Blizzards, through the Wars, 2022

დამუშავებული საბჭოთა პერიოდის ქარხნული წარმოების გობელენები, ნაქარგი; 258x103სმ


Image title

They brought Blue Butterflies and released them in the Fire to Dance, 2022

ბუნებრივი ქვის მოზაიკა; 65x75x1სმ


მალხაზ გორგაძე / საქართველო: 

Microsoft Word - the why not gallery word template (11).docx

მალხაზ გორგაძე დაიბადა თბილისში, 1941 წელს, ხელოვან ბიძინა და ელენე გორგაძეების ოჯახში. პროფესიით კერამიკოსი, მალხაზ გორგაძე, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ (1965), აქტიურად ჩაერთო ქალაქის გაფორმების პროცესში. თბილისის სხვადასხვა უბანში, ყველასთვის ნაცნობი მოზაიკური თუ რელიეფური პანორამებიდან ბევრი მისი ნამუშევარია. ცოტამ თუ იცის, რომ ხელოვანი მთელი თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში, ფერწერულ ნამუშევრებსაც ქმნიდა და ახლაც აქტიურად აგრძელებს ხატვას.

მონუმენტური და მომნუსხავი ნამუშევრები, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში იქმნება ფერების და დახვეწილი ფორმების დღესასწაულია. აკადემიურ ხატვაში გაწვრთნილი ხელით შექმნილ ნახატებს გასდევს ერთი ხაზი - ჯადოსნური, ტროპიკული ლანდშაფტები და მათში ჩაკარგული ადამიანები; მეტაფორებისა და ალეგორიების ზღვა, ფილოსოფიური მსჯელობები და ეგზისტენციალური კითხვები, ბიბლიური იგავების თავისებური წაკითხვა, რეფერენსები მსოფლიო ხელოვნებიდან და იდუმალი შარმი, რომელიც მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

ნამუშევრები ასხივებს ძლიერ, უშრეტ ენერგიას, ‘ცხოვრებით ტკბობის’ (Joie de vivre) ვიზუალურ დემონსტრირებას, მისი თაობის სულისკვეთებას - რომელსაც საბჭოთა საქართველოს ოქროს თაობა შეიძლება ვუწოდოთ.

Image title

დაკარგული სამოთხე, 2021

ტემპერა და აკრილის საღებავები, ხის პანელი, 175x280სმ


Image title

უსათაურო (დაკარგული სამოთხე), 2017

ტუში, ფანქარი, ნახშირი, ქაღალდი, ხის პანელი, 200x300სმ