გალერეა შარდენი
22 - 25 სექტემბერი, 2022, საქართველო
მისამართი:
ქუჩა: რუსთაველის გამზ.13
ქალაქი, ინდექსი, ქვეყანა: თბილისი, 0108, საქართველო
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ხათუნა ჩხეიძე. დირექტორი
ტელეფონი: (+995) 599 55 92 20
ელ.ფოსტა: chardin.gallery@gmail.com
ვებ გვერდი: www.artgallerychardin.com
Artists presented
შარდენის გალერეა წლევანდელ TAF-ზე ორი განსაკუთრებული ქართველი ხელოვანის გამოფენას წარადგენს. ვერა ფაღავა (დაბ. 1907 წ. თბილისში) და ვანო ენუქიძე (დაბ. 1907 წ. ქუთაისში) პარიზში ემიგრანტებად ცხოვრობდნენ. 1924-დან 1928 წლამდე, ვანომ უნივერსიტეტში წარმატებით შეისწავლა სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებები და 22 წლის ასაკში საბჭოთა რეჟიმს პარიზში გაექცა, სადაც ის ფაღავების ოჯახში მოხვდა. ფაღავებმა თბილისი 1919 წელს, იმავე მიზეზით დატოვეს და თავდაპირველად შვეიცარიაში, შემდეგ კი, 1923 წელს, პარიზში დასახლდნენ, სადაც ოჯახის ქალიშვილმა ვერამ, ანდრე ლოტეს სახელოსნოში და სახვითი ხელოვნების სკოლაში მიიღო განათლება. ვერასთან დამეგობრების შემდეგ, ვანო მის წრეებში მოექცა, სადაც მან მანესიერი, ბერტოლი, ჰილტონი, ვიეირა, სილვა, და სხვები გაიცნო. 1944 წელს ჟან ბუშერმა, ვერას ნამუშევრები დორა მაარს აჩვენა. რის შემდეგაც ფაღავამ ევროპისა და აშშ-ს გალერეებსა და მუზეუმებში მოხვდა. 1966 წელს ვერამ საფრანგეთი ვენეციის საერთაშორისო ბიენალეზე წარადგინა. 1937 წლიდან, ვანო პარიზში, რანსონის სახელოვნებო აკადემიაში სწავლობდა; 1955 წლიდან კი მთლიანად ფერწერაზე გადაერთო. 1958 წელს მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენაში Salon d'Art Sacre et Réalités Spirituellesპარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. 1959 წელს, Charpentier გალერეაში გამართული მისი გამოფენა გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. სწორედ ამ გამოფენის შემდეგ ჩაერთო იგი პარიზის პრესტიჟულ გალერეებთან საქმიანობაში; გამოიფინა Salon of the Independents-ში იტალიაში, გერმანიაში, შვედეთსა და შვეიცარიაში. 1959 წელს ვანოს შესახებ Le Monde-შიც დაიწერა: «ვანოს ნახატები კოდირებულ დამწერლობებს, მისი კომპოზიციები კი ციმციმა ქსელებს გვაგონებს, თანაც ცოტაოდენი ელეგანტურობის თანხლებით...». ვანომ და ვერამ მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. მათი შემოქმედება პარიზის New School-ს ეკუთვნის, ზოგიერთი ნამუშევარი კი პრესტიჟული კოლექციების ან მუზეუმების ნაწილია, მათ შორის პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისაც.
ვერა ფაღავა. თეორემა
ზეთი,ტილო. 46x55 სმ. 1976
ვანო ენუქიძე. აბსტრაქცია
ზეთი, ტილო, ქაღალდი. 73x42სმ. 1959