სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 14 აპრილი

The Why Not Gallery

17 - 20 მაისი, 2018, საქართველო

hidden

ორი მეგობრის, ხელოვან გვანცა ჯიშკარიანის და კურატორ ელენე კაპანაძის საერთო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს გამოფინოს საინტერესო ქართული და ინტერნაციონალური თანამედროვე ხელოვნება. გალერეა წარმოადგენს ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დაკანონებული მეინსტრიმ ნარატივის ნაწილი არ არიან და მათი შემოქმედება ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ინტერნაციონალური ხელოვანები კი განსხვავებული დისკურს შემოიტანენ თბილისის არტ სცენაზე. პროექტი ჩაფიქრებულია როგორც ექსპერიმენტი, შესაბამისად იგი მიესალმება ყველა სახის კრეატიულ ექსპერიმენტაციასა და მცდელობას. გუნდის მიზანია გამოფინოს ხელოვნება, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა ვიზუალურად, აქვს ძლიერი შინაარსი და აქტუალურ თემატიკას ეხება.

პროექტის პირველი ლოკაცია თბილისის ცენტრში მდებარე ორბელიანის (ყოფ. კოლმეურნეობის) მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ერთ-ერთი ვიტრინაა. ხალხმრავალი მოედანი ყვავილების ბაზრობითა და პატარა სახელოსნოებით არის ცნობილი. მიწისქვეშა გადასასვლელში კი ერთმანეთის გვერდით ყალბი ბრენდების მაღაზიები, იაფფასიანი პლასტმასის საქონელი, რელიგიური აქსესუარები და ხილ-ბოსტნის დახლებია. იმავე მოედანზე მდებარეობს ახლადგარემონტებული შუშის ბიზნესცენტრი, სადაც ინტერნაციონალურ კომპანიებს აქვთ ოფისები. ეს ყველაზე მოულოდნელი ადგილია, სადაც შეიძლება შეხვდეთ თანამედროვე ხელოვნების გამოფენას, მაგრამ, ასევე ძალიან შესაფერისია დატვირთული ქალაქისთვის, სადაც მუზეუმები მავზოლეუმებს უფრო ჰგავს, და საზოგადოებას ყველაზე ნაკლებად აინტერესებს თანამედროვე ხელოვნება. ასეთი ხერხით ხელოვნება თავის ელიტისტურ ქვეტექსტს სცილდება, იჭრება ინაცვლებს ყველაზე ბანალურ სცენარში და ეჭრება გამოფენის უნებლიე დამთვალიერებლების ყოველდღიურობაში.

Artists presented

გიორგი ნებიერიძე

სალომე მაჩაიძე

თამარ ბოჭორიშვილი