სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 13 აპრილი

კახა გველესიანი

დამფუძნებელი

კახა გველესიანი
e-mail: kaha@tbilisiartfair.art phone: +995 599510046

კახა გველესიანი დაიბადა 1960 წელს, თბილისში. 1984 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

1994 წლიდან ის არის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ერთ-ერთი დირექტორი. ეს ადგილი ცნობილია საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების ორგანიზებითა და მასპინძლობით. ამჟამად კახა გველესიანი არის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ასევე, 1998 წლიდან 2003 წლამდე ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. 20 წელზე მეტია, რაც კახა ჩართულია ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. ის არის ისეთი სარეკონსტრუქციო და განვითარების პროექტების პარტნიორი და ერთ-ერთი ინიციატორი, როგორებიცაა სასტუმრო თბილისი მარიოტი, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსი, მარიოტის ქორთიარდი და მოქსი. ასევე, კახა არის კულინარიისა და ღვინის ექსპერტი!