სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 13 აპრილი

ჩარლზ ბერლინგი

TAF-ის მეგობარი

ჩარლზ ბერლინიგ არის გახმაურებული ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. ექვს და-ძმას შორის ის მეოთხეა. ჩარლზის მამა საზღვაო ექიმი იყო, ხოლო დედა,  რომელიც მაროკოში დაიბადა, ინგლისური ენის მასწავლებელი. მამის სამუშაოდან გამომდინარე ჩარლზი ცხოვრობდა პარიზში, ბრესტში, ტაიტსა და ტულონში, სადაც 15 წლის ასაკში გახდა მსახიობი, მისი უფროსი ძმის მიერ დაარსებულ თეატრ სტუდიაში. სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა ბრიუსელში, INSAS-ში და მოგვიანებით შეუერთდა სტრასბურგის ეროვნულ თეატრს. თეატრის მსახიობობის ათწლიანი გამოცდილების შემდეგ, დაიწყო მონაწილეობა ისეთ ფილმებში, როგორიცაა ბრწყინვალე რეჟისორის, კლოდ სოტეს ფილმი „Nelly and Monsieur Arnaud“ („ნელი და მისიე არნო“). 1996 წელს მიიღო საუკეთესო მსახიობის ნომინაცია, რეჟისორ პატრის ლეკონტეს ფილმში „რიდიკული“ შესრულებული როლისთვის. ამის შემდეგ ჩარლზმა მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტ ფილმსა და 25 დადგმაში (კამუსი, ბეკეტი, მილერი, სტრავინსკი, შექსპირი, სოფოკლე, ფასბინდერი, გარსია-ლორკა სელინი, გენეტი, პანგოლი, რეზა და ა.შ.). მისი რეჟისორობით დაიდგა რამდენიმე სპექტაკლი. დაწერა სამი ნოველა. 2010 წლიდან, თავის ძმასთან, ფელიპესთან ერთად, ტულონში მართავს „Liberty Theater“-ს („თავისუფალი თეატრი“). ჩარლზ ბერლინგი დაიბადა 1958 წელს, ის არის მსახიობ ემილ ბერლინგის მამა. ცხოვრობს პარიზსა და სამხრეთ საფრანგეთს შორის.

ჩარლზ ბერლინგი