სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 14 აპრილი

იასმინ რეზა

TAF-ის მეგობარი

იასმინ რეზა არის ფრანგი დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, ნოველისტი და სცენარისტი. მისი თეატრალური ნამუშევრები თარგმნილია 35-ზე მეტ ენაზე და იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე, მათ შორის შექსპირის სამეფო კომპანიის, ალმეიდას თეატრის, ბერლინერის, ბერლინის თეატრის, ვენის თეატრის, ბროდვეის ბერნარდ ჯაკობსის თეატრის და სხვა. მას მოგებული აქვს ძალიან ბევრი პრესტიჟული თეატრალური პრემია, მათ შორის ლორენს ოლივიერის ჯილდო (დიდი ბრიტანეთი) და ტონის ჯილდო (აშშ),  დადგმებისთვის „Art“ და „God of Carnage“, ასევე რამდენჯერმე მიღებული აქვს მოლიერის ჯილდო (საფრანგეთი). 2007 წელს იურგენ გოშის რეჟისორობით დაიდგა „God of carnage“, ციურიხის თეატრსა და ბერლინერში. თავად ავტორი კურირებდა დადგმას საფრაგნეთში, ისეთ მსახიობებთან ერთად, როგორიცაა იზაბელ ჰუპერტი. დღესდღეობით ეს სპექტაკლი მსოფლიოს ყველა კუთხეში იდგმება. 2011 წელს, რომან პოლანსკიმ გადაიღო ფილმი, რომლისთვისაც იასმინმა მიიღო ფრანგული კინემატოგრაფიის ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის. მისი ბოლო ნაწარმოები „Bella Figura“ დაიდგა 2015 წელს, ბერლინის თეატრში ტომას ოსტერმეიერის მიერ; საფრანგეთში, ტულონში, იასმინას მიერ 2017 წელს და „Théâtre du Rond-Point“ პარიზში. იასმინამ თავისი პირველი ფილმი „Chicas“ გადაიღო 2010 წელს. 2018 წელს, პარიზში, ითამაშა საკუთარ სპექტაკლში „On Arthur Schopenhauer's Sledge“. ის არის რამდენიმე ნოველის ავტორი, „Babylone“, მისი ბოლო ნოველა გამოქვეყნდა 2016 წელს  და მიიღო, “რენოდოს პრემია“, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოს წარმოადგენს. იასმინა ცხოვრობს პარიზში.

იასმინ რეზა