სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 14 აპრილი

ემანუელ კარერი

TAF-ის მეგობარი

ემაუელ კარერი არის ფრანგი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი და რეჟისორი. არის მრავალი ჯილდოს მფლობელი და საერთაშორისოდ ცნობილი ისეთი ნამუშევრების ავტორი, როგორიცაა „The Adversary“, „Lives Other Than My Own“, „Class Trip“, „The Mustache“, „The Kingdom“ და ბევრი სხვა. მისი წიგნების მილიონობით ასლია გაყიდული და რამდენიმე ენაზეა თარგმნილი. ემანუელის ნამუშევრები წარმოადგენს ფანტასტიკის, ბიოგრაფიული, ავტობიოგრაფიული და ისტორიული ჟანრების ნაზავს. მისი ნაწარმოებების უმრავლესობა, როგორც მხატვრული, ასევე არამხატვრული ჟანრის ნაწარმოებები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იდენტობას, ილუზიასა და რეალობას შორის არსებულ მსხვრევად საზღვარს. მისი რამდენიმე წიგნის საფუძველზე გადაღებულია ფილმები. თავად მან გადაიღო ფილმი საკუთარ ნოველაზე „La Moustache“. ის იყო კანის კინოფესტივალისა და ვენეციის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი. ემანუელს აქვს ქართული წარმომავლობა. ამჟამად ის პარიზში ცხოვრობს.

ემანუელ კარერი