ქეთი მელუა
TAF-ის მეგობარი
ქართველ-ბრიტანელი მუსიკოსი, ქეთი მელუა არის დიდი ბრიტანეთის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ქალი მომღერალი. გამოშვებული აქვს 7 სტუდიო ალბომი- „Call Off The Search“, „Piece By Piece“, „Pictures“, „The House“, „Secret Symphony“, „Ketevan“ და ყველაზე ბოლოს, 2016 წელს გახმაურებული „In Winter“. ცოტა ხნის წინ, ქეთიმ გამართა ტური დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში გორის ქალთა გუნდთან ერთად, რომელიც 1970 წელს დაარსდა ქალაქ გორში, საქართველოში. მუსიკის გარდა ქეთი არის ლიტერატურისა და პოეზიის, ასევე სახვითი ხელოვნების დიდი მოყვარული. ქეთი ფლობს გინესის მსოფლიო რეკორდს წყლის ქვეშ, ყველაზე დიდ სიღრმეში ჩატარებული კონცერტისთვის. ეს კონცერტი გაიმართა ჩრდილოეთის ზღვაში, ზღვის დონიდან 303 მეტრს ქვემოთ! ქეთი დაიბადა ქუთაისში, საქართველოში, 1984 წელს. მისი მშობლები არიან ამირან და თამარა მელუა. დღესდღეობით ქეთი ცხოვრობს ლონდონში, ქმართან, ჯეიმს ტოსლენდთან ერთად - სუპერ ბაიკის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და მუსიკოსი.