სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 14 აპრილი

ირენ ჯოან შერი და ლი სტანტონ ბრესლოუ

TAF-ის მეგობარი

ირენს ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორში, და მისი ძირითადი სამუშაო სფერო მოიცავდა საზოგადოების ჩამოყალიბებას, რეგიონალურ ეკონომიკასა და ეკონომიკური განვითარებისა და ხელოვნების სფეროს. ის იყო გახმაურებული ჰაიდ პარკის ჯაზ ფესტივალისა და ჰაიდ პარკის ხელოვნებისა და კულტურის ალიანსის ერთ-ერთი დამაარსებელი. ასევე, ჩიკაგოს საზოგადოებრივი ხელოვნების ჯგუფისა და ჰაიდ პარკის ხელოვნების ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ირენი გაიზარდა ქალაქ ნიუ-იორკში და მიღებული აქვს პენსილვანიის უნივერსიტეტის (ქალაქი ფილადელფია) ქალაქგეგმარების მაგისტრის ხარისხი.

ლი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კულტურის, სახვითი ხელოვნების ცენტრების დიზაინერი და მან საკუთარი მრავალფეროვანი გამოცდილება ექსპოჯორჯიას კამპუსზეც შემოიტანა. ის იყოს ჩიკაგოს ცნობილი მილენიუმ პარკის, ჩიკაგოს სიმფონიური ცენტრისა და რავიანას ფესტივალის დიზაინერთა ჯგუფის ხელმძღვანელი; ორკესტრის საზაფხულო სივრცის, დალასის დიდი დარბაზის, ლინკოლნ ცენტრის ევერი ფიშერ ჰოლის, სეულში LG-ის ხელოვნების ცენტრის, და ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინის საშემსრულებლო ხელოვნების ლონგის ცენტრის დიზაინერი. მან შეიმუშავა მემფისის ბრუქსის მუზეუმის, ტოლედოს ხელოვნების მუზეუმისა და ლონდონის კანერი ვორფის გენერალური გეგმები. თავის პარტნიორთან „თრაჰან არქიტექს“ (“Trahan Architects“) თანამშრომლობის ფარგლებში მუშაობს ჩექვუდის ხელოვნებისა და ბაღების და ოსტინის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ლაგუნა გლორიას გენერალურ გეგმებზე. მის არქიტექტურულ საექსპერტო ცოდნასთან ერთად, ბრესლაუმ მოამზადა სახელგანთქმული სცენები ჩეხოვის „ბიძია ვანია“-ს, ოლბის „სამი მაღალი ქალი“-ს, შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსი“-ს და იბსენის „გარეული იხვი“-ს სპექტაკლებისთვის, რომლებიც გაიმართა ჩიკაგოს თეატრში. ის ასევე მონაწილეობდა შესრულებისა და სცენის მომზადებაში ერიკა მოტტის ტექნო-ოპერისთვის - „სამი მომღერალი“, რომელის პრემიერაც შედგა ქალაქ კრაკოვში, პოლონეთი, ფესტივალზე „Cricoteka“. გარდა ამისა, ლი არის კლასიკური პიანისტი, და ის ამ უნარს, არატიპიურ არქიტექტურულ უნარებთან ერთად, იყენებს საკუთარი სიღრმისეული ცოდნისა და საშემსრულებლო ხელოვნების მიმართ დიდი სიყვარულის ნამუშევრებში გამოსატანად. ლი დაიბადა ქალაქ ნიუ-იორკში და დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტი ფილადელფიაში, სადაც მიიღო არქიტექტორის მაგისტრის ხარისხი.

ირენი და მისი მეუღლე ლი ფლობენ ძალიან პირადულ ხელოვნების კოლექციას, მათ შორის საერთაშორისოდ ცნობილი ხელოვანების მასმედიაში გავრცებულ ნამუშევრებს ისეთი მხატვრებისა, როგორებიც არიან ალექსანდერ კალდერ და ჯონ ქიჯი; ჩიკაგოელი ხელოვანები კარლ ვირსუმი, ფილის ბრამსომი, რიჩარდ ვილენბრინკი, უილიამ კონგერი, ჯონ ჰიმელფარბი, ეიმორ როსოფსკი, ჯინ სოო კიმუ, და ტერი ევანსი; ლათინოამერიკელი ხელოვანები, მათ შორის ლილიანა პორტერი, ოლგა სინკლერი, სანდრა ელეტა, გაბრიელ გონსალესი, რეტრატო კონ ბოდეგანი და ტარო ტობალი არის ის მცირე ჩამონათვალი, რომელიც ხელმისაწვდომია ლისა და ირენის კოლექციაში. მათი ყველაზე ბოლოს შესყიდული ნამუშევრები არის გიორგი გაწერელიას ორი ნამუშევარი, რომელიც შერჩეული იქნა თბილისი ხელოვნების ფესტივალზე 2018 წელს.

ირენ ჯოან შერი და ლი სტანტონ ბრესლოუ