სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
21 - 24 მაისი

ანტონიო ენრიკო ბარტოლი

ანტონიო 2015 წლის სექტემბრიდან არის იტალიის ელჩი საქართველოში. არის ყოფილი ორატორი, პრესის, კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელი ვაშინგტონში, იტალიის საელჩოში. 2013 წელს, ის კოორდინირებდა „აშშ-ში იტალიის კულტურის წელი“-ს ღონისძიებას (300 ღონისძიება ამერიკის 60 ქალაქში). ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ის იყო ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობების ბიუროს რეგიონალური ეკონომიკის ოფიცერი (ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა), არაბული გაზაფხულის მოვლენების შემდეგ. პეკინში, იტალიის საელჩოში, ის მუშაობდა კულტურის კონსულად (2004-2006) და კოორდინირებდა ჩინეთში იტალიის წელს. იყო კონსული პოლიტიკურ საკითხებში (2007-2008) და ახლოდან აკვირდებოდა ჩინეთის ადგილობრივ და საგარეო პოლიტიკას. ბოლოს რომში დაბრუნების შემდეგ (2008-2011) იყო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტში და ეკისრებოდა პასუხისმგებლობა საპარლამენტო ურთიერთობებზე. ამ პოზიციის დაკავებამდე რომში ყოფნისას (1997-2000) ის მუშაობდა პერსონალის მართვის დეპარტამენტში, შემდეგ კი, სახელმწიფო მდივნის აპარატის უფროსის მოადგილედ გაერთიანებული ერების, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მიმართულებით. საგარეო საქმეთა სამსახურში ჩართვამდე, ის მუშაობდა ჟურნალისტად 1991 წლიდან 1997 წლამდე. რომის LUISS უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის დიპლომის მიღების შემდეგ, ის მუშაობდა Alitalia-ში, იტალიურ ავიაკომპანიაში, სადაც მოღვაწეობა დაიწყო მაკინსის პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა კომპანიის სტრუქტურის შეცვლას. მოგვიანებით გახდა კომპანიის მარკეტინგის დირექტორის სპეციალური თანაშემწე. თავის ცოლთან, ესთერთან, მას ჰყავს ხუთი ქალიშვილი. მისი ინტერესის სფეროებია ხელოვნება, ფეხბურთი, მთები და თეოლოგია.

ანტონიო ენრიკო ბარტოლი