ჯეფ ქოუენი
Taf-ის მეგობარი
ჯეფ ქოუენი დაიბადა ნიუ-იორკში, 1966 წელს. ამჟამად ის ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. ნიუ-იორკის უნივერსიტეტისა და ტოკიოს ვასედას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ის მუშაობდა რალფ გიბსონის და ლარი კლარკის ასისტენტად. აქტიურად იღებდა ფოტოებს ნიუ-იორკის ქუჩებში. ჯეფის არტისტულ მიდგომაზე გავლენა მოახდინა მის მიერ ხატვის შესწავლამ. ის ძირითადად მუშაობს ფიგურებზე, პეიზაჟზე, აბსტრაქციასა და ნატურმორტზე. დაინტერესებული იმით, რასაც თავად მომენტის არ არსებობას, „non-moment“ უწოდებს - ეს არის დროის ის მონაკვეთი, რომელიც არსებობს რაიმეს მოხდენამდე ან მოხდენის შემდეგ. ქოუენი მუდმივად ცდის ფოტოგრაფიას, მხატვრობასა და ქანდაკებას შორის არსებულ საზღვრებს. ის მუშაობს სქელ ვერცხლისგან შექმნილ ქაღალდზე, რომელსაც ჭრის, აპატარავებს და სხვადასხვა ქიმიკატების დახმარებით ამუშავებს სპეციალური, ბნელი ოთახის ტექნიკებით. ჯეფს ცოტა ხნის წინ ჰქონდა პერსონალური გამოფენა ჰუისი მარსელის მუზეუმში (ამსტერდამი) და ლუდვიგის მუზეუმში (კობლენცი). მისი ნამუშევრები მოიპოვება მსოფლიოს ასზე მეტ კოლექციასა და ინსტიტუტში. რეგულარულად მონაწილეობს ისეთ ხელოვნების ფესტივალებში, როგორიცაა არტ ბაზელი, არტ კოლონი, არტ ბოლონია, არკო, ლოს-ანჯელესის ხელოვნების ფესტივალი, არტ პარიზი.
პერსონალური კოლექციებიდან მოგროვილი მისი 250 ნამუშევრისგან შემდგარი გამოფენა, ჩინეთის დიდ მუზეუმებში გამოიფინება 2019 წელს.
ჯეფ ქოუენი წარმოდგენილია გალერეა მაიკლ ვერნერის მიერ („Gallery Michael Werner“ http://www.michaelwernerkunsthandel.de).