სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 14 აპრილი

ერიკ შლოსერი

სამხატვრო ხელმძღვანელი

ერიკ შლოსერი
e-mail: eric@tbilisiartfair.art

ერიკ შლოსერი დაიბადა საფრანგეთში. მან კარიერა დაიწყო, როგორც საერთაშორისო სამართლის, საავტორო უფლებებისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის საკითხების ადვოკატმა. 15 წელზე მეტია, ის ჩართულია საერთაშორისო პროექტებსა და ხელოვნების სფეროში. მუშაობდა ევროკავშირის მრჩეველად კულტურის სფეროში, სადაც პასუხისმგებელი იყო კულტურის სფეროს თანამშრომლობაზე პოლიტიკისა და პროექტების დონეზე, ევროკავშირის წარმომადგენლობაზე რამდენიმე სამუშაო ჯგუფში (მოქმედების გეგმა კულტურის შესახებ, ჩრდილოეთის განზომილების პარტნიორობა კულტურასთან დაკავშირებით (Northern Dimension Partnership on culture), ევროპული სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი (ENPI)...), პროექტების შექმნასა და განხორციელებაზე მუზეუმებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, თეატრებთან ერთად. ის იყო საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობების - Art Moscow და Art Vilnius - სამხატვრო ხელმძღვანელი, სადაც ის კვლავ არის შემოქმედებით საკითხთა მრჩეველი. ის თანამშრომლობდა ევროპის ხელოვნების ბაზრობებთან, რათა გაეზარდა მონაწილეთა და სტუმართა რაოდენობა აღმოსავლეთ ევროპიდან. ასევე, ის დახმარებას უწევს იმ კოლექციათა შექმნას, სადაც ძირითადად შედის თანამედროვე ხელოვნება და ფოტოგრაფია აღმოსავლეთ ევროპიდან. ის დაქორწინებულია ხელოვან დარია კროტოვაზე და მათ ჰყავთ სამი ვაჟი.